სიდონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
სიდონი
صيدا
ქვეყანა ლიბანის დროშა ლიბანი
პროვინცია სამხრეთი ლიბანი
კოორდინატები 33°33′38″ ჩ. გ. 35°23′53″ ა. გ. / 33.56056° ჩ. გ. 35.39806° ა. გ. / 33.56056; 35.39806
ფართობი 7.86 კმ²
მოსახლეობა 200 000,
163 554 (2022)
სიმჭიდროვე 8,767 კაცი/კმ²
აგლომერაცია 200,000
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სიდონი — ლიბანი
სიდონი

სიდონი (არაბ. صيدا, Ṣaydā; ფინიკ. צדן, Ṣydwn; ბერძ. Σιδών; ლათ. Sidon; ებრ. צידון, Ṣīḏōn, თურქ. Sayda) — მესამე უდიდესი ქალაქი ლიბანში, რომელიც მდებარეობს სამხრთ პროვინციაში, ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლში. სიდონიდან 40 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს ქალაქი ტირი, ხოლო ასევ 40 კილომეტრში მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი ბეირუთი. ამ ქალაქში დაახლოებით ცხოვრობს 200,000 კაცი. აღმსარებლობის მიხედვით აქ მრავალი რელიგიის წარმომადგენელი ცხოვრობს. რომელთაგანაც აღსანიშნავია: მუსლიმანი სუნიტები, შიიტები, ქრისტიანები, ბერძენი კათოლიკეები და მარონიტები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიდონი დაარსებული იყო ჩვენს ერამდე 4000 წლის წინ, ჯერ კიდევ ნეოლითის პერიოდში (ძვ. წ. 6000 - 4000). ეს ქალაქი იყო ფინიკიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება. ქალაქს ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი ადგილი ეკავა, რაც მის განვითარებას უწყობდა ხელს.

სიდონი საუკუნეთა განვალობაში მრავალი დამპყრობელის ხელში იყო, ანტიკურ პერიოდში ეს ქალაქი შედიოდა: ასურეთის, ეგვიპტის, საბერძნეთის და რომის სახელმწიფოთა შემადგენლობაში. ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისშივე აქ გავრცელდა ქრისტიანობა. უკვე მოგვიანებით ეს ქალაქი ჯერ არაბების, ხოლო შემდეგ თურქ ოსმალების ხელში მოექცა.

ძვ. წ. 351 წელს ქალაქში შეიჭრა სპარსეთის იმპერატორი ართახშასა III. უკვე ძვ. წ. 333 წელს, სიდონი გახდა ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის ნაწილი, ქალაქში დაიწყო ელინიზმის პროცესი.

რომის იმპერიის გაძლიერების დროს, ეს დასახლება უკვე იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. ქალაქში მოიჭრა ვერცხლის მონეტები, რომაელებმა აქ ააგეს თეატრები და სხვა მრავალი შენობა. ბიზანტიელთა მმართველობის დროს 551 წელს ამ მხარეში მოხდა დიდი მიწისძვრა, რამაც ქალაქი მნიშვნელოვნად დააზიანა. 636 წელს არაბებმა მოახდინეს სიდონის და მიმდებარე ტერიტორიების დაპყრობა. სიდონი უკვე ჯვაროსნული ლაშქრობების შედეგდ გაერთიანდა ახლად შექმნილი იერუსალიმის სამეფოს შემადგენლობაში. უკვე 1260 წელს ამ ქალაქს მონღოლები იპყრობენ. აქ არსებული მრავალი ისტორიული ძეგლი შემოსევების შედეგად განადგურდა.

XVII საუკუნისთვის ეს დასახლება უკვე ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო მოქცეული, ოსმალთა მმრათველობის დროს სიდონი დაწინაურებული ქალაქი გახდა, ის დიდ როლს ასრულებდა ვაჭრობის მხრივ მთელს იმპერიაში. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ლიბანი იქცა საფრანგეთის სამანდატო ტერიტორიად. უკვე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი ლიბანი გაერთიანებულ სამეფოს გადაეცა, რამდენიმე წილის შემდეგ ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, სიდონი ახლად შექმნილ ლიბანური სახელმწიფოს ნაწილი გახდა.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]