ტრიგლავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტრიგლავი
ტრიგლავი
ტრიგლავი
კოორდინატები: 46°23′00″ ჩ. გ. 13°53′00″ ა. გ. / 46.38333° ჩ. გ. 13.88333° ა. გ. / 46.38333; 13.88333
ქვეყანა სლოვენიის დროშა სლოვენია
სიმაღლე 2864 
ქედი იულიუსის ალპები
პირველი ასვლა 26 აგვისტო, 1778
ტრიგლავი — სლოვენია
ტრიგლავი

ტრიგლავი (სლოვენ. Triglav) — მთა სლოვენიაში, იულიუსის ალპებზე, ქალაქ ლიუბლიანიდან ჩრდილო-დასავლეთით 64 კმ-ში. სიმაღლე 2864 მ. სლოვენიის უმაღლესი წერტილი. აგებულია კირქვებით. დამახასიათებელია რელიეფის მყინვარული და კარსტული ფორმები. ტრიგლავი — სლოვენიის ეროვნული სიმბოლოა, რომელიც გამოსახულია სლოვენიის გერბსა და დროშაზე. მთა და მისი მიდამოები გამოცხადებულია ეროვნულ პარკად. შემოსილია მთის ტყით, მდელოებით. პირველად მწვერვალი დაიპყრო ოთხმა სლოვენიელმა ალპინისტმა 1778 წლის 26 აგვისტოს. მწვერვალზეა კოშკი, რომელიც აღმართულ იქნა 1895 წლის 7 აგვისტოს. სლოვენიის მითოლოგიაში მთა განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]