სამხრეთსლავური ენები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

██ ქვეყნები სადაც სამხრეთსლავური ენები არის ეროვნული

სამხრეთსლავური ენებიაღმოსავლეთ- და დასავლეთსლავური ენების გვერდით წარმოადგენს ერთ-ერთ შტოს, რომელიც თავის მხრივ ინდოევროპულ ენების ჯგუფში შედის.

სამხრეთსლავური ენები

სამხრეთსლავური ენებიაძველი საეკლესიო სლავური, ბულგარული, მაკედონური, სლოვენური, სერბო-ხორვატული ენები. ამ უკანასკნელს (სერბულ-ხორვატულს) პოლიტიკური კორექტულობის დაცვის მიზნით ხშირად ცალ-ცალკე ენებად მოიხსენიებენ — სერბულ და ხორვატულ ენებად. ამ ტენდენციამ განსაკუთრებით მოიკიდა ფეხი იუგოსლავიის დაშლის შემდეგ. საქმე იქამდე მივიდა, რომ დასავლეთ ევროპის უნივერსიტეტებში შესაბამისი ენის კათედრებს გადაარქვეს სახელები და დღეს შეიძლება შეხვდეთ არამარტო სერბულ-ხორვატული, არამედ ცალ–ცალკე სერბული, ხორვატული, ბოსნიური და მონტე-ნეგრ(ინ)ული ან ჩერნოგორიული ენების კათედრასაც კი. ენათმეცნიერული თვალსაზრისით კი ამ ენების დიალექტებად დაყოფაც კი ჭირს.

ყოფილი იუგოსლავიის გეოგრაფიულ სივრცეში საბოლოო პოლიტიკური სეპარაციის პროცესი ჯერ კიდევ არაა დასრულებული.

სამხრეთსლავისტიკა, როგორც დარგი[რედაქტირება]

სამხრეთსლავისტიკა არის სლავთმცოდნეობის ( სლავისტიკის ) ერთ–ერთი ქვედარგი, რომელიც სამხრეთსლავური ქვეყნების (უპირველეს ყოვლისა მათი ენებისა და კულტურების) შესწავლითაა დაკავებული. სამხრეთსლავისტიკა თავის მხრივ ძირითადი სამხრეთსლავური ენების მიხედვით დაიყოფა ბულგარისტიკად, სლოვენისტიკად და სერბო-ხორვატისტიკად. თუმცა ამ უკანასკნელი დარგის, სერბო–ხორვატისტიკის პარტიკულარიზაცია პოლიტიკური მიზეზით მოხდა ; იუგოსლავიის სახელმწიფოს დაშლამ შედეგად თან ისიც მოიტანა, რომ ევროპის მრავალ უნივერსიტეტში ახლადგაჩენილი სახელმწიფოების მიხედვით სერბისტიკის, ხორვატისტიკის და ბოსნისტიკის კათედრები ჩამოყალიბდა.

საქართველოში სამხრეთსლავისტიკა თითო–ოროლა სამხრეთსლავურ ენათა მცოდნეების ყოლითღა თუ შემოიფარგლება.

––––––––––––––––––––––––––––

სამხრეთსლავური ენები
ბულგარული და მაკედონური მოიხმარს კირილიცას.
ხორვატეთში მხოლოდ ლათინურ ანბანს გამოიყენებენ, რომელიც განვრცობილია დამატებითი დიაკრიტიკული ნიშნებით. ლათინური ანბანის სერბულ(–ხორვატულ) ნაირ–სახეობას ლატინიცა ჰქვია.
სერბეთი და ბოსნია ერთდროულად ორივე ანბანს მოიხმარს, თუმცა სერბეთში უფრო კირილური ანბანი (ანუ ირილიცა განვრცობილია დამატებითი დიაკრიტიკული ნიშნებით) სჭარბობს, ხოლო ბოსნიაში უფრო — ლათინური დამწერლობა. (ისტორიულად ისლამის აღმსარებელ ბოსნიაში გამოიყენებდნენ არაბულ დამწერლობას დამატებითი დიაკრიტიკული ნიშნებით . არაბული ანბანის ბოსნიური ნაირ–სახეობას არებიცა ჰქვია.)
სლოვენიაში ლათინურ ანბანია გამოყენებაში.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ვიკიპედიას აქვს 4, სერბულ-ხორვატული, სერბული, ხორვატული და ბოსნიური ოფციონი.

სერბულ-ხორვატული ვიკიპედიის ენათა ჩამონათვალში აღნიშნულია ორივე ანბანზე ჯერ ლათინურ, ხოლო მერე კი კირილურ ანბანზე ამ თანმიმდევრობით – Srpskohrvatski / Српскохрватски და აქვს კოდი (sh)
სერბული ვიკიპედიის ენათა ჩამონათვალში აღნიშნულია ორივე ანბანზე ჯერ კირილურ, ხოლო მერე კი ლათინურ ანბანზე ამ თანმიმდევრობით – Српски / Srpski და აქვს კოდი (sr)
ხორვატული ვიკიპედიის ენათა ჩამონათვალში აღნიშნულია ლათინურ ანბანზე ასე Hrvatski და აქვს კოდი (hr)
ბოსნიური ვიკიპედიის ენათა ჩამონათვალში აღნიშნულია ლათინურ ანბანზე ასე Bosanski და აქვს კოდი (bs)

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]


ლიტერატურა[რედაქტირება]

  • გ. ჟუჟუნაშვილი: სამხრეთ და დასავლეთ სლავების ისტორია, XX საუკუნე. გიორგი ჟუჟუნაშვილი, გურამ კუტალაძე, ზაირა გერგედავა-ჭელიძე, რამაზ ვაჟბედაშვილი ; [რედ.: მერაბ ვაჩნაძე] ; თსუ - თბილისი: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 2005.
  • კ. მეშველიანი: სამხრეთ და დასავლეთ სლავების ისტორია : ბულგარეთი XIX საუკუნიდან 1917 წლამდე ოქტომბერი. თბილისი. : თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1977.
  • კ. მეშველიანი: სამხრეთ და დასავლეთ სლავების ისტორია : სერბეთი XIX საუკუნიდან 1917 წლამდე. თბილისი: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1985.