მოდერნისტული არქიტექტურა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სიგრამ ბილდინგი, ნიუ-იორკი. აგებულია 1958 წელს. ფუნქციონალისტური ესთეტიკის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ნიმუში და კორპორაციული მოდერნიზმის შედევრი.

მოდერნისტულ არქიტექტურაში მოიაზრება შენობათა რამდენიმე სტილის ერთობლიობა, რომლებიც რამდენიმე მახასიათებლით ემსგავსება ერთმანეთს, მათ შორის, ძირითადად, ფორმის სიმარტივითა და ორნამენტის არარსებობით. ამ სახის შენობათა პირველი ვარიანტები XX საუკუნის პირველ წლებში გაჩნდა. შემდგომში მოდერნისტული არქიტექტურა მრავალმა გავლენიანმა არქიტექტორმა და არქიტექტურის მასწავლებელმა გაითავისა, თუმცა საუკუნის პირველ ნახევარში ძალიან მცირე რაოდენობით "მოდერნისტული ნაგებობა" აშენდა. მიმდინარეობამ პოპულარობა მოიპოვა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და დომინანტური არქიტექტურული სტილი გახდა ინსტიტუციონალური და კორპორაციული შენობებისთვის თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში. ამ მიმდინარეობის ზუსტი მახასიათებლები და წარმოშობა დღემდე დებატების საგანია.