ანრი დე ტულუზ-ლოტრეკი
ანრი მარი რაიმონ დე ტულუზ-ლოტრეკ-მონფა (ფრანგ. Henri Marie Raymond de Toulouse-Lautrec-Monfa დ. 24 ნოემბერი 1864 - გ. 9 სექტემბერი 1901), ან უბრალოდ ანრი დე ტულუზ-ლოტრეკი — ფრანგი მხატვარი, გრავიურისტი, ფერმწერი და ილუსტრატორი. ტულუზის-ლოტრეკი ცესანესთან, ვან გოგთან და გაგინთან ერთად ცნობილია როგორც ერთ-ერთი უდიდესი მხატვარი პოსტ-იმპრესიონისტების პერიოდში. კრისტის აუქციონის სახლში ის ახალი რეკორდი იყო, როცა მისი ადრეულ ფერწერა „ახალგაზრდა მრეცხავი“, 22,4 მილიონ ამერიკულ დოლარად გაიყიდა.
[რედაქტირება] ადრეული ცხოვრება
მხატვარი დაიბადა საფრანგეთში, შატო-დე-მალრომში; არისტოკრატების ოჯახში. ის იყო კომტ ალფონს დე ტულუზ ლოტრეკ მონფასა და ადელ ტაპი დე სელირანის პირველი შვილი. შემდეგ დაიბადა მისი უმცროსი ძმა, რომელიც მალევე გარდაიცვალა.
ძმის გარდაცვალების შემდეგ მისი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და მასზე ამ დროის განმავლობაში ძიძა ზრუნავდა. 8 წლის ასაკში ანრი საცხოვრებლად დედასთან, პარიზში გადავიდა. აქ მან სამუშაო რვეულში თავისი პირველი ესკიზებისა და კარიკატურების ხატვა დაიწყო.მხატვრის ოჯახს შეუმჩნეველი არ დარჩენია მისი ტალანტი,მასთან სტუმრად დადიოდა მისი მამის მეგობარი,Rene Princeteau,რომელიც მას არაფორმალურ გაკვეთილებს უტარებდა.ანრის ძირითად თემას შეადგენდნენ ცხენები და განსაკუთრებით Princeteau. 1875 წელს ანრი დაბრუნდა ალბში,რადგან დედამისმა გადაწყვიტა ეზრუნა მისი ჯანმრთელობაზე.ამიტომ Amelie-les-Bainsმა და დედამისმა გადაწყვიტეს იგი წაეყვანათ თერმულ აბანოებში სამკურნალო,იმ იმედით.რომ მისი სხეული კვლავ გააგრძელებდა ჯანსაღ ზრდა-განვითარებას.
[რედაქტირება] უუნარობა და ჯანმრთელობის პრობლემები
მხატვარს მემკვიდრეობით გადაეცა მთელი რიგი თანდაყოლილი ავადმყოფობებისა.13 წლის ასაკში მან დაიზიანა მარჯვენა ბატძაყის ძვალი,ხოლო 14 წლის ასაკში მარცხენა.მას ჭრილობები სათანადოდ არ შეუხორცდა,რაც თანამედროვე ექიმების აზრით უნდა ყოფილიყო უცნობი, გენეტიკური დაავადების ბრალი(ხშირად ცნობილია,როგორ ტულუზ ლოტრეკის სინდრომი). სავარაუდოა ეს დაავადება იყო პიქნოდისოსტოსისი.რაქიტის გამწვავებასთან ერთად მას praecox virilism-მაც შეაწუხა,ამიტომ მისმა ფეხებმა შეწყვიტეს ზრდა-განვითარება.საბოლოოდ ის იყო მოზარდის სიმაღლის 1,54 მ. ,ხოლო მისი ფეხები ბავშვის ფეხის ზომისა იყო 0,70 მ. ასევე ვრცელდება ინფორმაცია,რომ მას ჰქონდა ჰიპერტროფიული სასქესო ორგანო.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- Toulouse-Lautrec and Montmartre at the National Gallery of Art
- Website dedicated to Lautrec.
- Website about Lautrec with virtual tours.
- Factmonster page about Toulouse-Lautrec, Henri de
- The Most Famous Paintings
- Toulouse-Lautrec and Paris exhibition at the Sterling and Francine Clark Art Institute
- Henri de Toulouse-Lautrec – Artcyclopedia
- Young woman at a table, 'Poudre de riz', 1887 Henri de Toulouse-Lautrec Collection Van Gogh Museum
- Toulouse Lautrec Museum
- (ფრანგული) Bibliothèque numérique de l'INHA - Estampes de Henri de Toulouse-Lautrec (French National Institute of Art – Prints of Henri de Toulouse-Lautrec)
- (ფრანგული) The illness de Toulouse-Lautrec by N. Halkic, D. Gintzburger et E. Mouhsine
- Toulouse-Lautrec and Jane Avril beyond the Moulin Rouge - Courtauld Gallery, London
