ედგარ დეგა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ედგარ დეგა
Edgar Degas
Edgar Germain Hilaire Degas 061.jpg
ედგარ დეგა, ავტოპორტრეტი, 1855
სრული სახელი: ილერ ჟერმენ ედგარ დეგა
დაიბადა: 19 ივლისი, 1834
გარდაიცვალა: 27 სექტემბერი, 1917
ეროვნება: ფრანგი
სფერო: ფერწერა, სკულპტურა
მიმდინარეობა: იმპრესიონიზმი
ცნობილი ნამუშევრები: ბელელიების ოჯახი, 1858–1867
პატარა ბალერინა, (სკულპტურა)1879-1881

ედგარ დეგა (ფრანგ. Edgar Degas), სრული სახელი ილერ ჟერმენ ედგარ დეგა (Hilaire-Germain-Edgar Degas) (დ. 19 ივლისი, 1834, — გ. 27 სექტემბერი, 1917) — ცნობილი ფრანგი მხატვარი და სკულპტორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დეგა დაიბადა ბანკირის ოჯახში, ის იზრდებოდა ისეთ გარემოში, სადაც ხელოვნებას დიდად აფასებდნენ. ლიცეუმი რომ დაამთავრა ჩაირიცხა „ნატიფი ხელოვნების სკოლაში“. ამასთან ლუი-ლამოტის სახელოსნოში მუშაობს, რომელიც ენგრის ერთერთი საუკეთესო მოწაფე იყო. დეგა იტალიის ხშირი სტუმარი იყო, რაც ენგრის გავლენას მოწმობს, ამასთან ნეაპოლში ცხოვრობდა დეგას ბევრი ნათესავი. 1857—1858 წლებში მან იტალიის XV—XVI საუკუნის სურათების ასლები გადმოიღო. მისი კუმირები გახდნენ მანტენია და ვერონეზე.

საფრანგეთში იგი უკვე ნახატის გაწაფულ ოსტატად დაბრუნდა. მისი ადრეული პერიოდის პორტრეტები გამოირჩევა რეალიზმით. (მაგ. „ბელელების ოჯახი“, რომელზეც გამოსახულია მამიდა, ბიძა და ორი მამიდაშვილი). 1867 წელს მან დახატა თავისი დისა და ძიძის პორტრეტები — „ცოლ-ქმარი მორბილი“, ნახატი „ენგრისტულია.“ ენგრის ტრადიციებს მიეკუთვნება მისი ისტორიული სურათები. სალონური მხატვერბისგან განსხვავებით იგი უარს ამბობს ანტიკური ცხოვრების იდეალიზაციაზე. დეგა გამოხატავს სურათებს ისე, როგორც ის შეიძლება ყოფილიყო რეალურად. (მაგ. „დედოფალი სემირამიდა ჩამოდის ბაბილონში“ და „სპარტანელი გოგოები იწვევენ შეჯიბრებაში სპარტანელ ბიჭებს“).

1860 წელს ის ლუვრში აკეთებდა ძველი მხატვრების ასლებს და გაიცნო ედუარ მანე, ის კაფე „გერბუას“ ხშირი სტუმარი ხდება. 1873 წლის შემდეგ დეგას შემოქმედებაში ახალი სტილი ჩამოყალიბდა. მას აინტერესებდა თანამედროვე ცხოვრება ყველა მის გამოვლინებაში. ის პლენერზე არ მუშაობდა და არ უყვარდა პეიზაჟები.

1862 წლიდან დეგა დაინტერესდა დოღით და ამ თემაზე უამრავი სურათი შექმნა.

დოღზე, 1877—1880

1880 წლიდან დეგა იწყებს ხატვას პასტელში, ამის მიზეზი გახდა მისი პროგრესირებადი კონუქტივიდი, რომლითაც ის საფრანგეთ-პრუსიის ომში დაავადდა.

1886 წლიდან იმპრესიონისტების უკანასკნელი გამოფენის შემდეგ სიკვდილამდე, მისი სურათები აღარსად გამოფენილა. ის ძალიან კარჩაკეტილი ხდება და მცირერიცხოვანი მეგობრების ვიზიტით კმაყოფილდება.

პატარა ბალერინა, დეგას ცნობილი სკულპტურა

სიბერეში დეგამ დაკარგა მხედველობა და იძულებული შეიქმნა უარი ეთქვა ფერწერაზე. იგი ქმნის პატარა ზომის თიხისა და ცვილის ქანდაკებებს და მათ „ბრმის ხელობას“ უწოდებს. მისი სიკვდილის შემდეგ ისინი ბრინჯაოში ჩამოასხეს და 1918 წელს გაიტანეს გამოფენაზე. დეგა გარდაიცვალა 1917 წლის 27 სექტემბერს.

შემოქმედება და ტექნიკა[რედაქტირება]

დეგა იყო კონსერვატორი პირად ცხოვრებაში, მას ოჯახი არასდროს ჰყოლია. ის თავისი სურათების სიუჟეტების სცენაში დიდი გამომგონებელი იყო. ის იყენებდა მოულოდნელ რაკურსებს და განსხვავებულ კადრებს. დეგა ცნობილია როგორც მოცეკვავე ქალების მხატვარი და არც ერთი სიუჟეტი იზიდავდა მას ასე ძლიერ. მოცეკვავე ქალების თემამ მისცა საშუალება საკუთარი სტილის შექმნისა. ის საათობით აკვირდებოდა ოპერასა და საცეკვაო კლასებში ბალერინების უმძიმეს შრომას.

საცეკვაო კლასი, 1875

ბალერინების ჰაეროვანი ფიგურები მაყურებლის წინაშე გვევლინებიან ხან ნახევარ სიბნელეში, ხან განათებულ სცენაზე, დასვენების დროს და ა. შ. ამ თემატიკის სურათებია: „საცეკვაო კლასი“, „მოცეკვავეები სცენაზე“, „მოცეკვავეები ცისფრებში“, „ვარსკვლავი“, „რეპეტიცია ფოეში“ და ა. შ.

ბანაობა ტაშტში, 1885—1886

ასეთივე ჭვრეტის შთაბეჭდილება გვიჩნდება დეგას მიერ შიშველი ნატურის გამოსახვისას. დეგას სიტყვებით მას პირველ რიგში აინტერესებს ფერები, მოძრაობა და მათი სხეულის აგებულება. აი როგორი სათაური მიუძღვნა მან 1886 წელს თავის პასტელების სერიას: „ჩოჩქოლი შიშველი ქალებისა, რომლებიც ბანაობენ, წყალს ივლებენ, შრებიან ან ტანს იმშრალებენ, თმას ივარცხნიან ან ავარცხნინებენ სხვას“. მან რამდენიმე ასეული პასტელი დახატა ამ თემაზე, ერთერთია „ბანაობა ტაშტში“ (1886 წ.)

გალერეა[რედაქტირება]