მარსელ დიუშანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიუშანის შადრევანი

მარსელ დიუშანი (ფრანგ. Marcel Duchamp, დ. 28 ივლისი, 1887, ბლენვილ-სიურ-კრევონი — გ. 2 ოქტომბერი, 1968, ნეი-სიურ-სენი) — ფრანგი-ამერიკელი მხატვარი, ხელოვნებათმცოდნე, დადაიზმისა და სიურრეალიზმის მიმდევარი. მისი ხელოვნების მემკვიდრეობა შედარებით მწირია, თუმცა მისი იდეების ორიგინალობის წყალობით დიუშანი XX საუკუნის ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლება.