ჯეიმზ ჯოისი
ვიკიპედიიდან
ჯეიმზ ჯოისი (ინგლ. James Augustine Aloysius Joyce, ირლ. Séamus Seoighe; დ. 2 თებერვალი, 1882, რეტგერი, დუბლინის გარეუბანი, ირლანდია — გ. 13 იანვარი, 1941, ციურიხი, შვეიცარია) — XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ირლანდიელი მწერალი და პოეტი.
მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია რომანი "ულისე", რომელშიც 600 გვერდზე მოთხრობილია დუბლინელი ებრაელი ლეოპოლდ ბლუმის ერთი დღის შესახებ (16 ივნისი, 1904). მიუხედავად იმისა, რომ ეს რომანი მწერალმა ძირითადად საზღვარგარეთ დაწერა, თავად ავტორის მტკიცებით, "ულისეს" მიხედვით შესაძლებელი იქნებოდა დუბლინის აღდგენა მისი დანგრევის შემთხვევაში. 16 ივნისი მთელ მსოფლიოში ჯოისის თაყვანისმცემელთა მიერ აღინიშნება როგორც "ბლუმსდეი" (Bloomsday - ბლუმის დღე).

