გერტრუდ სტაინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გერტრუდ სტაინი, 1935.
გერტრუდ სტაინის პორტრეტი პიკასოს მიერ, 1906.

გერტრუდ სტაინი (ინგლ. Gertrude Stein; დ. 3 თებერვალი, 1874, პიტსბურგი, პენსილვანიის შტატი ― გ. 27 ივლისი, 1946, პარიზი) — ამერიკელი მწერალი, პოეტი, ფემინისტი, დრამატურგი და თანამედროვე ხელოვნებისა და ლიტერატურის განვითარების კატალისტი; ცხოვრების უმეტესი ნაწილი საფრანგეთში გაატარა.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა პიტსბურგის ძველ ალეგენის გარეუბანში (პიტსბურგს შემოუერთდა 1907 წელს) ებრაულ-გერმანული წარმოშობის ოჯახში. სამი წლის ასაკში ოჯახი ჯერ ვენაში, შემდეგ კი პარიზში გადავიდა. თითქმის ორი წლის შემდეგ ამერიკაში დაბრუნებულმა განათლება კალიფორნიაში მიირო, ამთავრებს რა ჯერ რადკლიფის კოლეჯს (1897), შემდეგ კი ჯონს-ჰოპკინზის სამედიცინო სკოლას.

1902 წელს ის საფრანგეთში გადადის მონპარნასზე ხელოვანთა შემოქმედებითი თავყრილობების აპოგეის პერიოდში. 1903-12 წლებში ის პარიზში ცოხვრობს ძმა — ლეონთან ერთად, რომელიც იმჟამად ცნობილი ხელოვნების კრიტიკოსი გახდა. 1907 წელს სტაინი თავის ცხოვრებისეულ მეგზურს ელის ტოკლასს ხვდება; სტაინი თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში საკუთარი ძმის — მაიკლის ბიზნესის სტიპენდიით არსებობდა.

ძმასთან ერთად სტაინმა თავი მოუყარა კუბისტური ხელოვნების ერთ-ერთ უპირველეს კოლექციას. ის ფლობდა პაბლო პიკასოს (პაბლო მისი მეგობარი გახდა და გერტრუდის პორტრეტიც აქვს შესრულებული), ანრი მატისის, ანდრე დერენისა და სხვა ახალგაზრდა მხატვართა ადრეულ ნამუშევრებს. პიკასოს ასევე დახატული აქვს გერტრუდის ძმისშვილი ალან სტაინის პორტრეტი.

1920-იან წლებში მისი სალონი რუ-დე-ფლორუსის 27-ში, რომლის კედლები ავანგარდული მიურალებით იყო მოხატული, მრავალი უდიდესი ხელოვანისა და მწერლის თავშეყრის ადგილი იყო, მათ შორის იყვნენ ერნესტ ჰემინგუეი, თორნტონ უილდერი, შერვუდ ანდერსონი და ჟორჟ ბრაქი. გერტურდს ეკუთვნის ტერმინი „დაკარგული თაობა“, რომელიც მან პარიზს შემოხიზნულ ამერიკიდან ჩამოსულ მწერლებს შეარქვა. გამორჩეული შარმით, მახვილსიტყვაობითა და კეთილი ბუნებით გერტრუდს მეგობართა დიდი წრე ჰყავდა. მის შეხედულებებს დიდი გავლენა ჰქონდა თანამედროვე ლიტერატურასა და ხელოვნებაზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]