ტრისტან ცარა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტრისტან ცარა

ტრისტან ცარა (Tristan Tzara), ნამდვილი სახელი სამი როზენსტოკი (Sami Rosenstock) (16 აპრილი, 1896, რუმინეთი - 25 დეკემბერი, 1963, პარიზი) — რუმინული წარმოშობის ფრანგი პოეტი და ესეისტი. დადაიზმის ერთ-ერთი დამაარსებელი, ცნობილია თავისი მანიფესტებით.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ცარა დაიბადა ბაკაუში, რუმინეთში. რუმინულად მოლაპარაკე ებრაულ ოჯახში. მას ეკუთვნის პირველი დადაისტური ტექსტები: La Première Aventure céleste de Monsieur Antipyrine (ბატონი ანტიპირინის პირველი ზეციური თავგადასავალი) (1916), Vingt-cinq poèmes (ოცდახუთი ლექსი) (1918) და დადაიზმის მანიფესტების კრებული, Sept manifestes Dada (დადას შვიდი მანიფესტი) (1916-1924).

პარიზში ცარა მონაწილეობდა ხმაურიან აქციებში დადაისტებთან, ანდრე ბრეტონთან, ფილიპ სუპოსთან და ლუი არაგონთან ერთად. ეს გამოსვლები მიმართული იყო საზოგადოების შოკირებისა და მეტყველების ტრადიციული სტრუქტურის რღვევისკენ.

1929 წლის ბოლოს, ნიჰილიზმისა და განადგურებისგან დაღლილი ცარა დადაიზმთან შედარებით უფრო კონსტრუქტიულ და ჩამოყალიბებული მიმდინარეობას, სიურეალიზმს შეუერთდა. მან თავისი დროის დიდი ნაწილი მიუძღვნა სიურეალიზმისა და მარქსიზმის დაკავსირებას. 1937 წელს იგი საფრანგეთის კომუნისტურ პარტიაში შევიდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ცარა ფრანგული განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე იყო. 1956 წელს, უნგრული რევოლუციის ჩახშობისადმი პროტესტის ნიშნად მან დატოვა კომუნისტური პარტია .

თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო ცარა საბოლოოდ ხალხთან დაახლოვდა და თანდათან ლირიკულ პოეტად ჩამოყალიბდა. მის ლექსებში ავტორის სულიერი ტანჯვა აისახება.

ტრისტან ცარა გარდაიცვალა პარიზში, 1963 წელს და დასაფლავებულია მონპარნასის სასაფლაოზე.

ნაწარმოებები[რედაქტირება]

  • ბატონი ანტიპირინის პირველი ზეციური თავგადასავალი 1916
  • ოცდახუთი ლექსი 1918
  • კინო კალენდარი აბსტრაქტული სახლი გულის 1920
  • დადას შვიდი მანიფესტი 1924
  • დაახლოებითი ადამიანი 1931
  • მარტო მოლაპარაკე 1950
  • შიდა სახე 1953

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]