იმპრესიონიზმი
იმპრესიონიზმი (ფრანგ. impressionisme,Impression-შთაბეჭდილება), მიმდინარეობა მხატვრობაში, ჩაისახა და განვითარდა საფრანგეთში. 1874-1886 წლებში პარიზში შვიდი იმპრესიონისტული გამოფენა მოეწყო, რაც გახდა აკადემიზმისგან თანამედროვე ხელოვნების გამყოფი ზღვარი. იმპრესიონიზმის ზოგადი ტენდენციაა წარმავალი შთაბეჭდილების, მოვლენათა ცვლის და არა საგანთა სტაბილური და კონცეპტუალური მხარის ასახვა.
სექციების სია |
წარმოშობა [რედაქტირება]
იმპრესიონიზმის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს მონე. ამ მიმდინარეობამ სახელწოდება მიიღო სწორედ მისი ნახატისგან - შთაბეჭდილება, მზის ამოსვლა (Impression, soleil levant).
XIX საუკუნეში ღრმავდება და სრულდება ფერწერისა და გრაფიკის გამიჯვნის პროცესი, რომლის ნიშნები ადრევე შეიმჩნეოდა გრაფიკის სპეციფიკა - ხაზების შეფერილობაშია. ის გამოსახავს ფორმებს, გადმოსცემს მათ განათებულობას, სინათლისა და ჩრდილის შეფერადებას და ა.შ. ფერწერა აღბეჭდავს სამყაროს ფერთა რეალურ ურთიერთმიმართებას, ფერში და ფერის საშუალებით ის გამოხატავს საგნების არსს, მათ ესთეტიკურ ღირებულებას, გარემოსადმი მათ შესაბამისობას ან შეუსაბამობას. გრაფიკისაგან პრინციპული განსხვავება ნათლად ჩანს იმპრესიონისტების ფერწერაში. იგი არაფერს გადმოსცემს ფერის გარეშე. ფერწერამ აითვისა სინათლე. ის გამოსახავს სინათლის, ბინდის, ნისლის ფერს. კლოდ მონეს სურათებში, რომლებშიც ლონდონის ნისლია გამოსახული, დაჭერილი და აღბეჭდილია სინათლის უმცირესი ცვალებადობა. თანამედროვე ფერწერაში - ამბობს პაბლო პიკასო ფუნჯის თითოეული მოსმა ზუსტ ოპერაციად იქცა, რომელიც მესაათის მოქმედებას ჰგავს.
მეთოდი [რედაქტირება]
იმპრესიონისტი მხატვრები თავიანთი ნაწარმოებებისთვის სიუჟეტებს თანამედროვე, ყოველდღიურ ცხოვრებაში ეძებდნენ. რეალობას ისინი საკუთარი, პირადი ხედვის მიხედვით აძლევდნენ ინტერპრეტაციას. უმეტეს შემთხვევაში იმპრესიონისტები სუფთა ჰაერზე, ბუნებაში ხატავდნენ, სინათლე მათთვის ნახატის ძირითადი ელემენტი იყო. ისინი უარს ამბობდნენ ბნელ ფერებზე, იყენებდნენ ნათელ, წმინდა ფერებს და ცალკეულ ფენებად დებდნენ ტილოზე.
იმპრესიონისტების ტილოები ცვალებად ბუნებას, წამიერ სილამაზეს გადმოსცემენ. ისინი არ ეძებენ იდეალურ სილამაზეს, მარადიულობას, რაც კლასიკურ ხელოვნებაში მთავარი იყო.
იმპრესიონისტები [რედაქტირება]
- ბაზილი, ფრედერიკ
- კაიებოტი, გუსტავ
- კასატი, მარი
- სეზანი, პოლ
- დეგა, ედგარ
- გიიომენი, არმან
- მანე, ედუარ
- მონე, კლოდ
- მორიზო, ბერტა
- პისარო, კამილ
- რენუარი, პიერ-ოგიუსტ
- სისლეი, ალფრედ
- დებიუსი, კლოდ
- ვან გოგი, ვინსენტ
- პიკასო, პაბლო
- მოდილიანი,ამადეო
გალერეა [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- იმპრესიონიზმის განვითარება ნორმანდიაში
- იმპრესიონისტული მიმდინარეობა და მისი წარმომადგენლები
- იმპრესიონიზმი WIkimedia Commons-ზე
რენესანსი · მანიერიზმი · ბაროკო · როკოკო · ნეოკლასიციზმი · რომანტიზმი · რეალიზმი · პრერაფაელიტიზმი · აკადემიზმი · იმპრესიონიზმი · პოსტიმპრესიონიზმი
XX საუკუნე
მოდერნიზმი · კუბიზმი · ექსპრესიონიზმი · აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი · აბსტრაქციონიზმი · მიუნხენის ახალ ხელოვანთა ასოციაცია · ლურჯი მხედარი · ბრიუკე · დადაიზმი · ფოვიზმი · არტ-ნუვო · ბაუჰაუზი · დე შტეილი · არტ-დეკო · პოპ-არტი · ფუტურიზმი · სუპრემატიზმი · სიურრეალიზმი · კოლორფილდი · მინიმალიზმი · ლირიული აბსტრაქცია · პოსტმოდერნიზმი · კონცეპტუალიზმი · ახალგაზრდა ბრიტანელ ხელოვანთა ჯგუფი



