ალფრედ ჟარი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალფრედ ჟარი

ალფრედ ჟარი (დ. 8 სექტემბერი, 1873, ქ. ლავალი, მაიენის დეპარტამენტი ― გ. 1 ნოემბერი, 1907, პარიზი), ფრანგი მწერალი. სათავეში ედგა სიმბოლისტ და მოდერნისტ პოეტთა ჯგუფს. სახელი გაითქვა მარიონეტების თეატრისათვის დაწერილი გროტესკული ფარსით "მეფე იუბიუ" (1888), რომელშიც სამყარო წარმოდგენილია ერთმანეთთან დაუკავშირებელი ფაქტების პარადოქსულ შერწყმად, უაზრობად და ძალადობის ზეიმად. ეკუთვნის ლექსების კრებულები: "ქვიშის საათის წუთები" (1894), "კეისარი ანტიქრისტე" (1895). ეროტიკულ-ფანტასტიკური რომანი "ზემამაკაცი" (1902) და სხვა. მისი შემოქმედების ზოგიერთი მხარე შემდგომში განავითარეს კუბისტებმა, დადაისტებმა და სიურრეალისტებმა.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 8, გვ. 244, თბ., 1984



პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე