მარკ შაგალი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარკ შაგალი, 1941 წ.

მარკ შაგალი (რუს.: Марк Шага́л; ბელორ.: Мойша Захаравіч Шагалаў) (7 ივლისი, 188728 მარტი, 1985) — ბელარუსი-ებრაელი მხატვარი. 1937 წლიდან საფრანგეთის მოქალაქე. XX საუკუნის მხატვართა შორის მას ხშირად სიურრეალიზმის მიმდინარეობას უკავშირებენ, თუმცა მისი შემოქმედება ერთი რომელიმე ჟანრის ფარგლებს სცილდება.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ოჯახური გარემოცვა, მშობლიური სოფელი ვიტებსკი და ბიბლიური მოტივები მისი ნახატების მთავარი თემებია. თავის ტილოებში, მოზაიკაში ან თუნდაც თავისი დიზაინით შექმნილ ფანჯრებზე, თეატრის კულისებში იგი იყენებდა სომბოლოებს, რომლებიც მის შემოქმედებაში ხშირად მეორდებიან. მას ხშირად ”მხატვარ-პოეტს“ უწოდებენ.

ვიტებსკის წლები[რედაქტირება]

თავის დროზე ვიტებსკს 50 000 მაცხოვრებელი ჰყავდა, რომელთაგან თითქმის ნახევარი ებრაელი იყო. 9 შვილიდინ იგი ყველაზე უფროსი იყო. დედას ფაიგე-ილტა ერქვა, მამამისი ზახარი კი თევზის საწყობში მუშაობდა. რადგანაც იგი ხედერში ვიტებსკში დადიოდა, ამით საშუალება ეძლეოდა დამატებით ქალაქის ოფიციალურ სკოლაშიც ევლო, რაც ჩვეულებისამებრ ებრაელებისათვის აკრძალული იყო. ეს რომ მიეღწია, შაგალის დედამ მასწავლებელი მოისყიდა. ამიტომ შაგალი ებრაულის ნაცვლად რუსულად ლაპარაკობდა, დადიოდა სიმღერისა და ვიოლინოს გაკვეთილებზე და ხატავდა. 1906 წელს შაგალმა სათემო სკოლა დაამთავრა და ამის შემდეგ მხატვარ იეჰუდა პენის ატელიეში მისი მოსწავლე გახდა. პენს პეტერბურგის აკადემიაში ჰქონდა განათლება მიღებული და პორტრეტებსა და საუკუნისთვის დამახასიათებელ ჟანრში ხატავდა. რამდენიმე თვის შემდგომ შაგალი სანქტ-პეტერბურგში მიემგზავრება. შაგალის ცხოვრებაში ეს პერიოდი ძალზედ მძიმე გამოდგა იმიტომ, რომ იმ დროს სანქტ-პეტერბურგში ებრაელ რეზიდენტებს საცხოვრებლად ესაჭიროებოდათ სპეციალური ნებართვა. ამიტომ იგი ჩასვეს ციხეში.[საჭიროებს წყაროს მითითებას] 1909 წელს იგი შეხვდა თავის მომავალ ცოლ ბელლა როზენფელდს.

პარიზული პერიოდი[რედაქტირება]

მეცენატ მაქს ვინავერის შემწეობით მიღებული მცირეოდენი სტიპენდიით 1910 წლის 10 სექტემბერს შაგალი მატარებლით მიემგზავრება პარიზში, სადაც მოგვიანებით ერთიანდება მონპარნასის საზოგადოებასთან. იგი იქ მცხოვრები რუსი ხელოვანების, როგორებიც იყვნენ მაგალითად ალექსეი ფონ იავლენსკი, ვასილი კანდინსკი და ჟაკ ლიპხიცი, დახმარებას იმედოვნებდა. მოპარნასეზე იგი დაუმეგობრდა გიიომ აპოლინერს, რობერ დელონეს, ფერნან ლეჟეს და სხვებს. ”მხოლოდ სიშორემ, რომელიც პარიზსა და ჩემს მშობლიურ ქალაქს შორის არსებობს, შემაყოვნა, რომ მაშინვე უკან არ დავბრუნებულიყავი“, აღნიშნავდა მარკ შაგალი იმ ახალ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელთან გამკლავებაც შაგალს თავიდან გაუჭირდა. თუმცა მოგვიანებით შაგალი პარიზს თავის მეორე ვიტებსკს უწოდებდა.

შაგალმა თავდაპირველად შიშველი ფიგურების ხატვით დაიწყო, როგორებიცაა მაგალითად ”ქალის მწოლიარე შიშველი ფიგურა“ (1910) და ”წითელი შიშველი ფიგურა“ (1911). პერიოდულად დადიოდა კერძო აკადემიებში, რათა შიშველი ფიგურების ხატვა შეესწავლა. ამასთან, იგი დადიოდა ე.წ. ”მოდერნისტ“ ანრი ლე ფოკონიესთან.

"მაშინ მივხვდი, რომ პარიზში უნდა წავსულიყავი. ნიადაგი, რომელმაც ჩემი ხელოვნების ფესვები ასაზრდოა, ვიტებსკი იყო; მაგრამ ჩემს ხელოვნებას პარიზი ისევე ესაჭიროებოდა, როგორც ხეს წყალი. სხვა მიზეზი, რომ სამშობლო დამეტოვებინა, მე არ გამაჩნდა, და, ვფიქრობ, რომ ჩემს შემოქმედებაში მე მუდამ მისი ერთგული დავრჩი." – მარკ შაგალი[1]

1914 წელს ბრუნდება ვიტებსკში და ქორწინდება. 1917 წელს ხდება რუსეთის რევოლუციის ერთერთი მონაწილე, რის მერეც ინიშნება ვიტებსკის რეგიონში კულტურის მინისტრად და აარსებს ხელოვნების სკოლას. იგი პოლიტიკურად ვერ შეეგუა მთავრობას და 1920 წელს მიემგზავრება მოსკოვში, შემდგომ 1923-ში კი — პარიზში, სადაც 1937 წელს ხდება საფრანგეთის მოქალაქე.

II მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მიერ სფრანგეთის ოკუპაციის შემდგომ 1941 წელს იგი გადასახლდა შეერთებულ შტატებში... 1944 წელს მისი ცოლი იწუპება განუკურნებელი სენით.. 1946 წელს უბრუნდება ევროპას და 1949-ში მონაწილეობას იღებს ანტი-ფაშისტური ორგანიზაციის MRAP (Movement Against Racism and for Friendship between People) ჩამოყალიბებაში.. 1952 წელს ქორწინდება ვალენტინა ბროცკიზე.

1960 წელს ისრაელში, იერუსალიმში მოხატავს "ჰადასამ ენ კერემ ჰოსპიტალ" სინაგოგის ფანჯრებს და 1966-ში იერუსალიმის პარლამენტის (იგივე ქნესეთის) კედელს... იგი გარდაიცვალა 1985 წელს, საფრანგეთში, სენტ-პოლ დე ვინსში 97 წლის ასაკში... თავის ნახატებში შაგალი ასახავდა ბელორუსიის ტრადიციულ ცხოვრებას და სხვადასხვა ბიბლიურ თემებს, რომლებიც ასახავდნენ მის იუდაისტურ წარმომავლობას.. მისი ნამუშევრები ერგება რამდენიმე მხატვრულ სტილს: ავანგარდი, კუბიზმი და ფოვიზმი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Ingo F. Walther / Rainer Metzger: Marc Chagall 1887–1985. Malerei als Poesie; გვ. 16