მაქს ერნსტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაქს ერნსტი (Max Ernst; დ. 2 აპრილი, 1891 — გ. 1 აპრილი, 1976) – გერმანელი დადაისტი, მხატვარი, მოქანდაკე.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

მაქს ერნსტი დაიბადა 2 აპრილს, 1891 წელს გერმანიაში. 1910 წელს ის ჩაეწერა ბონის უნივერსიტეტში ფილოსოფიის, ლიტერატურის, ხელოვნების ისტორიის, ფსიქოლოგიის და ფსიქიატრიის შესასწავლად. მან დაასრულა სწავლა ზუსტად მაშინ, როდესაც პირველი მსოფლიო ომი დაიწყო.

1918 წელს ის დაქორწინდა ისტორიკოსზე ლუიზა შტრაუსზე. ლუიზა გარდაიცვალა 1945 წელს. 1919 წელს ერნსტმა მოინახულა პოლ კლი და შექმნა თავისი პირველი ნახატები. პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ის მსახურობდა გერმანულ არმიაში და ომის შემდეგ, ახალი იდეებით დატვირთულმა ერნსტმა, ჯინ არპმა და სოციალურმა აქტივისტმა ალფრედ გრიუნვალდმა, ჩამოაყალიბეს დადაიზმის გერმანული ჯგუფი. მაგრამ ორი წლის შემდეგ, 1922 წელს იგი დაუბრუნდა არტისტიკურ კავშირს მონტპარნასში, პარიზში.

მუდამ ექსპერიმენტებში მყოფმა, 1925 წელს მან შექმნა ხელოვნების გრაფიკული ტექნიკა, რომელსაც დაარქვა ფრონტაჟი. შემდეგ წელს ის თანამშრომლობდა ჟოან მიროსთან პროექტებში სერგეი დიაგილევისათვის.

1927 წელს იგი დაქორწინდა მერი-ბერტ ორენჩზე.

მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ ერნსტი იყო დაკავებული, როგორც უცხოელი მტერი საფრანგეთში, მაგრამ ამერიკელი ჟურნალისტი ვარიან ფრაის მეშვეობით, მან შეძლო დაეტოვებინა ქვეყანა პეგი გაგენჰეიმთან ერთად. ერნსტი და გაგენჰეიმი შეერთებულ შტატებში 1941 წელს ჩავიდნენ და მომავალ წელს იქორწინეს. სხვა მხატვრებისგან განსხვავებით, რომელნიც გაექცნენ ომს, ერნსტი ეხმარებოდა აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის განვითარებას.

მისი ქორწინება დიდხანს არ გრძელდებოდა და ბევერლი ჰილზში, კალიფორნიაში, 1946 წელს ორმაგი ცერემონიისას მან რეისა და ჯულიეტ ბროუნერთან ერთად ის დაქორწინდა დოროტე ტანინგზე.

ერნსტი ცხოვრობდა შეერთებულ შტატებში და 1946 წელს დაწერა ტრაქტატი "მხატვრობის მიღმა". რამაც დიდი ფინანსური მოგება მოუტანა.

1963 წელს იგი გადავიდა საფრანგეთში.

1976 წლის 1 აპრილს გარდაიცვალა ერნსტი და დასაფლავებულია პერ ლაშეზის სასაფლაოზე.