ერნსტ ტოლერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერნსტ ტოლერი (გერმ. Ernst Toller) (დ. 1 დეკემბერი, 1893, ზამოჩინი, ახლანდელი შამოცინი, პოლონეთი22 მაისი, 1939, ნიუ-იორკი) — გერმანელი მწერალი, მემარცხენე ექსპრესიონიზმის („აქტივიზმის“) ერთ-ერთი ლიდერი. აქტიურად მონაწილეობდა 1918 წლის ნოემბრის რევოლუციაში, იყო ბავარიის საბჭოთა რესპუბლიკის მთავრობის წევრი. მისი შემოქმედების მთავარო პრობლემაა ადამიანი და საზოგადოება, გმირი და მასა (დრამები "ჰოპლა", "ჩვენ ვცოცხლობთ!", 1927; "ცეცხლი ალყიდან", 1930; "ადამიანი-მასა", 1921; ლექსები "რეკვიემი დაღუპულ ძმებზე" 1920; "მერცხლების წიგნი", 1924 და სხვა). ემიგრაციის წლებში აშშ-ში (1933-1039) გამოსცა ავტობიოგრაფიული ჩანაწერები "სიყმაწვილე გერმანიაში" (1933), "წერილები ციხიდან" (1935), დრამა "პასტორი ჰალი" (1939).

1923 წლის 4 იანვარს კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში დაიდგა "ადამიანი-მასა", "ჰოპლა", "ჩვენ ვცოცლობთ!". 1928 წლის 3 დეკემბერს ქუთაისში დადგა კოტე მარჯანიშვილმა.

ლიტერატურა[რედაქტირება]