პოსტმოდერნისტული არქიტექტურა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გოშეტიეს №1000, მონრეალი.

პოსტმოდერნისტული არქიტექტურა იყო საერთაშორისო სტილი, რომლის პირველი ნიმუშები უკვე 1950-იან წლებში გამოჩნდა, და რომელიც დღემდე აგრძელებს გავლენას თანამედროვე არქიტექტურაზე. პოსტმოდერნიზმი არქიტექტურაში ზოგადად ხასიათდება ორნამენტისა და წარსული ფორმების დაბრუნებით მოდერნიზმის საერთაშორისო სტილის ფორმალიზმის საპასუხოდ. ისევე, როგორც მრავალ კულტურულ მიმდინარეობაში, პოსტმოდერნიზმის ზოგიერთი ყველაზე მკაფიო და თვალსაჩინო იდეა არქიტექტურაშიც იჩენს თავს. მოდერნისტული მიმდინარეობის ფუნქციონალური და ფორმალიზებული ფორმები და სივრცეები შეცვალა საოცრად მრავალფეროვანმა ესთეტიკამ: სტილები ერთმანეთს ეჯახებიან, ფორმა საკუთრივ არსებობს, ხოლო ნაცნობი სტილების და სივრცეების ვიზუალიზაციის ახალი გზები კი სოკოებივით მრავლდება.

მოდერნისტული არქიტექტურის კლასიკური ნიმუშებია ლივერის სახლი და სიგრამ ბილდინგი კომერციულ სივრცეში, და არქიტექტორი ფრენკ ლოიდ რაიტი ან ბაუჰაუზის მიმდინარეობა კერძო და საზოგადო სივრცეში. პოსტმოდერნისტული არქიტექტურის გარდამავალი ნიმუშებია პორტლანდის შენობა პორტლანდში, ორეგონი, და სონის შენობა ნიუ-იორკში, რომელიც ელემენტებსა და თვისებებს წარსულისგან სესხულობს, თუმცა ამასთან არქიტექტურას ამატებს ფერსა და სიმბოლიზმს. პოსტმოდერნისტული არქიტექტურისთვის შთაგონების უპირველესი ნიმუშია ლას-ვეგასის სტრიპი, აღწერილი 1972 წელს რობერტ ვენტურის წიგნში "Learning from Las Vegas" (ვსწავლობდ ლას-ვეგასისგან).

პოსტმოდერნისტულ არქიტექტურას ასევე "ნეოეკლექტიკურსსაც" უწოდებენ, სადაც ფასადს თვისებრიობა და ორნამენტი უბრუნდება, რამაც აგრესიულად ორნამენტგაცლილი მოდერნისტული სტილები ჩაანაცვლა. ეს ეკლექტურობა ხშირად შერწყმულია არაორთოგონალური კუთხეებისა და უჩვეულო ზედაპირების გამოყენებასთან, რომლის ყველაზე თვალსაჩინო ნიმუშია შტუტგარგის სახელმწიფო გალერეა და პიაცა დ'იტალია ჩარლზ ვილარ მურის მიერ. შოტლანდიის პარლამენტის შენობასაც პოსტმოდერნისტულ ყაიდაზე შექმნილს უწოდებენ.

მოდერნისტი არქიტექტორები პოსტმოდერნისტულ შენობებს ვულგარულსა და გადატვირთულს უწოდებენ. პოსტმოდერნისტი არქიტექტორები კი მოდერნისტულ სივრცეების უსულოსა და უნიათოებს უწოდებენ. შეფასებათა განსხვავება ამ მიმდინარეობათა მიზნების სხვადასხვაობითაა განპირობებული: მოდერნიზმს ფესვები მასალის მინიმალურ და დანიშნულებისათვის გამოყენებასა და ორნამენტის ზედმეტობაში აქვს, მაშინ როცა პოსტმოდერნიზმი ადრეული მოდერნისტების შემოღებული მკაცრი კანონების უარყოფაა და სიახლეს ეძებს მშენებლობის სხვადასხვა ტექნიკის, კუთხეებისა და სტილისტური თვისებების გამოყენებით.

გავლენიანი არქიტექტორები[რედაქტირება]

პოსტმოდერნისტული სტილის რამდენიმე ყველაზე გავლენიანი არქიტექტორები არიან:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
Acropolis of Athens 01361.JPG არქიტექტურის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები არქიტექტურასა და ურბანიზმზე.