ვალტერ ჰაზენკლევერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვალტერ ჰაზენკლევერი (დ. 8 ივლისი. 1890, აახენი — გ. 15 აგვისტო. 1949, ლე-მილი, საფრანგეთი), გერმანელი პოეტი, დრამატურგი, ექსპრესიონიზმის წარმომადგენელი. აღსანიშნავია მისი ლექსების კრებული "ყრმა" (1913), დრამები "ვაჟიშვილი" (1914), "ანტიგონე" (1917), "მხსნელი" (1919), "მკვლელობა" (1926). ჰაზენკლევერის კომედია "საქმის კაცი" (1926) დაიდგა რუსთაველის თეატრში 1927. მასვე ეკუთვნის ფარსები, კინოსცენარი, ანტიფაშისტური ტრაგიკომედია "მიუნხჰაუზენი" (1933, გამოქვეყნდა 1947, დაიდგა 1948) და სხვ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 11, გვ. 588, თბ., 1987