გრანტ ვუდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამერიკული გოთიკა, 1930

გრანტ ვუდი (Grant Wood; 13 თებერვალი, 189112 თებერვალი, 1942) — ამერიკელი ფერმწერი, დაიბადა ანამოსაში, აიოვა. მის ფერწერულ ტილოებზე ძირითადად შუადასავლეთის პროვინციელი ამერიკელებია ასახული.

ვუდის ყველაზე ცნობილია ნამუშევარია ფერწერული ტილო „ამერიკული გოთიკა“ (1930). ტილოზე გამოსახული ორი ადამიანი იყვნენ ვუდის და, ნან ვუდ გრაჰამი, და ოჯახის სტომატოლოგი, ექიმი ბაირონ მაკკიბი. კოტეჯი უკანა ფონზე მდებარეობს ელდონში, აიოვა. ნახატი პირველად გამოფენილ იქნა ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტში სადაც მან $300-იანი პრიზი მიიღო. ნამუშევარმა მყისიერი აღიარება ჰპოვა მას შემდეგ რაც მისი შექმნის ისტორია მთელი ყვეყნის გაზეთებმა დაწერეს. ბოლო დროს ეს ნამუშევარი ხშირად სატირიზებულია კრიტიკოსთა მიერ, თუმცა ის მაინც რეგიონალიზმისა და ამერიკული ხელოვნების თვალსაჩინო ნიმუშად რჩება.

ვუდმა 1933 წელს მის მშობლიურ ქალაქთან სტოუნ სიტის ხელოვნების კოლონია დააფუძნა. თავის ნამუშევრებში ის რეგიონალიზმის დიდი პროპონენტი გახდა და ქვეყნის მასშტაბით ამ თემაზე ლექციებს კითხულობდა. ის ხელოვნებას ასწავლიდა აიოვას უნივერსიტეტში.

2004 წელს მისი დიზაინით შეიქმნა აიოვას შტატის ოცდახუთცენტიანი მონეტა.

სხვა რჩეული ნამუშევრები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]