ინგმარ ბერგმანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბერგმანი.
ინგმარ ბერგმანი
Ingmar Bergman Smultronstallet.jpg
ინგმარ ბერგმანი გადაღებებზე
დაბ. სახელი ერნსტ ინგმარ ბერგმანი
დაბ. ადგილი უფსალა, შვედეთი
დაბ. თარიღი 14 ივლისი, 1918
გარდ. თარიღი 30 ივლისი, 2007 (89 წლის)
ფორე, შვედეთი
საქმიანობა რეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი
წლები 1944-2005
სხვა ჯილდოები
კანის კინოფესტივალის ჯილდო საუკეთესო რეჟისორი
1958 — ცხოვრების ზღვარზე

ერნსტ ინგმარ ბერგმანი (შვედ. Ernst Ingmar Bergman; დ. 14 ივლისი, 1918, უფსალა — გ. 31 ივლისი, 2007, ფორე) — შვედი თეატრალური და კინო რეჟისორი, მწერალი, XX საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი წამყვანი კინოხელოვანი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

სწავლობდა სტოკჰოლმის უნივერსიტეტში ლიტერატურასა და ხელოვნების ისტორიას, თუმცა არ დაუმთავრებია, ვინაიდან ამ პერიოდში თეატრმა და შემდეგ კინომ გაიტაცა. კინოში პროფესიულ მოღვაწეობას 1941 წელს იწყებს, სცენარების რედაქტორობით. მცირე ხანში თავადაც წერს მცირე სცენარს, რომელიც 1944 წელს იყო ეკრანიზებული. მოგვიანებით თავად იწყებს ფილმების გადაღებას. მსოფლიო აღიარება მოუტანა მისმა სარეჟისორო ნამუშევრებმა 1950-1960-იან წლებში - „მარწყვის მდელო“, „მეშვიდე ბეჭედი“, „ზაფხულის ღამის ღიმილი“, „დუმილი“, „პერსონა“.

რჩეული ფილმოგრაფია[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ვიკისაწყობის ლოგო ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ინგმარ ბერგმანი