ბიზანტიური არქიტექტურა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბიზანტიური არქიტექტურა ეწოდება ბიზნანტიის იმპერიის პერიოდის არქიტექტურას, რომელიც თვითმყოფადი ფორმით 330 წლიდან იწყებს ჩამოყალიბებას, როდესაც იმპერატორმა კონსტანტინემ რომის იმპერიის დედაქალაქი ბიზანტიუმში (მოგვიანებით კონსტანტინოპლი, შემდეგ კი სტამბოლი) გადაიტანა.

ადრეული ბიზანტიური არქიტექტურა ძირითადად რომაული არქიტექტურის გაგრძელებაა. გამორჩეული სტილი თანდათან აღმოცენდა ახლო აღმოსავლეთის მოტივების გავლენითა და ბერძნული ჯვრის ფორმის დაგეგმვით ეკლესიურ არქიტექტურაში. ქვა აგურმა შეცვალა, კლასიკური ორდერი — უფრო თავისუფალმა სტილმა, ხოლო მოზაიკამ — ქვაში ნაკვეთი დეკორაციები. ამ არქიტექტურის გამორჩეული ნიშანი ასევე კომპლექსური სტილის გუმბათები გახდა.

ადრეული არქიტექტურა[რედაქტირება]

ბიზანტიური არქიტექტურის ადრეული ნიმუშები იუსტინიანე I-ის მეფობის პერიოდს განეკუთვნება და დღემდე შემორჩენილია რავენასა და კონსტანტინოპოლში, ასევე მცირე რაოდენობით სოფიაში (წმინდა სოფიას ტაძარი). ერთ-ერთი უდიდესი გარღვევა დასავლური არქიტექტურის ისტორიაში იყო იუსტინიანეს არქიტექტორების მიერ მართკუთხა გეგმიდან ცირკულარულ გუმბათზე გადასვლის კომპლექსური სისტემის შექმნა. რავენაში ამ პერიოდის განსაკუთრებული ნიმუშებია წაგრძელებული ფორმის სანტ-აპოლინარე-ნუოვოს სამნავიანი ბაზილიკა და სან-ვიტალეს ეკლესიის ოქტაგონალური ცენტრალიზებული სტრუქტურა, დაწყებული იმპერატორი იუსტინიანეს დაკვეთით, თუმცა მას ეს ეკლსია არასდროს უნახავს. კონსტანტინოპოლის იუსტინიანესეულ მონუმენტთა შორისაა ჰაგია სოფიასა და ჰაგია ირინეს ეკლესიები, ასევე შედარებით მცირე, უფრო ადრეული წმინდა სერგიუსისა და ბახუსის ეკლესიები (ამ უკანასკნელს ხშირად „პატარა ჰაგია სოფიას“ უწოდებენ), რომლებიც სავარაუდოდ დიდი ტაძრების ნიმუშად გამოიყენეს იმ მხრივ, რომ მათში შერწყმულია მოგრძო ნავებიანი ბაზილიკისა და ცენტრალიზებული შენობის ელემენტები.

ლიტერატურა[რედაქტირება]