პიტ მონდრიანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პიტ მონდრიანი მის სტუდიაში 1941 წელს, არნოლდ ნიუმანის ფოტო.
"ბროდვეის ბუგი-ვუგი" (1942-43).

პიტერ კორნელის (პიტ) მონდრიაანი, 1912 წლიდან მონდრიანი (Pieter Cornelis (Piet) Mondriaan, IPA: [pit 'mɔndɹiɔn]) (7 მარტი, 1872 - 1 თებერვალი, 1944) — ჰოლანდიელი მხატვარი; დე შტეილის მიმდინარეობის მნიშვნელოვანი წევრი. ცნობილია მისი არარეპრეზენტაციული ფერწერული ტილოებით, რომელსაც თავად კომპოზიციებს უწოდებდა და რომლებიც ერთმანეთისგან შავი მართხკუთხა მონაკვეთებით განცალაკევებული წითელი, ყვითელი, ლურჯი ან შავი ოთხკუთხა ფორმებისგან შედგებოდა. ეს იყო თითქმის 30-წლიანი სტილისტური ევოლუციის შედეგი და მას თითქმის სიცოცხლის ბოლომდე გაჰყვა.