რენე მაგრიტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რენე მაგრიტი (21 ნოემბერი, 189815 აგვისტო, 1967), ბელგიელი სიურრეალისტი მხატვარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ბავშვობა გაატარა არც თუ ისე დიდ ქალაქ შარლერუაში. ცხოვრება საკმაოდ რთული ჰქონდა. 1912 წელს დედამისმა თავი დაიხრჩო მდინარე ცამბრეში, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მომავალ მხატვარზე.

ორი წელი მაგრიტმა ისწავლა ბრიუსელის ხელოვნების სამეფო აკადემიაში, რომელიც 1918 წელს დატოვა. ამ დროს მან გაიცნო ჟორჟეტა ბერგერი, რომელზედაც იქორწინა 1922 წელს და გაატარა მთელი თავისი ცხოვრება 1967 წლამდე.

მაგრიტი მუშაობდა აფიშებისა და რეკლამების მხატვრად ქაღალდის ქარხანაში 1926 წლამდე, სანამ ბრიუსელის გალერეა "სენტომ" არ მისცა მას სრული უფლება მთლიანად მხატვრობაში ჩართულიყო.

1926 წელს მაგრიტი ქმნის თავის პირველ სიურეალისტურ ნახატს "დაკარგული ჟოკეი", რომელსაც თვლის პირველ წარმატებულ ნახატად ამ სტილში. 1927 წელს აკეთებს თავის პირველ გამოფენას. კრიტიკოსები თვლიან მას არაწარმატებულად და მაგრიტი ჟორჟეტასთან ერთად მიემგზავრება პარიზში, სადაც ეცნობა ანდრე ბრეტონს და შედის მის სიურეალისტურ რგოლში. ამ გაერთიანებაში მაგრიტმა არ დაკარგა თავისი ინდივიდუალურობა, მაგრამ ამ გაერთიანებაში შესვლა დაეხმარა მაგრიტს თავისი სტილი შეექმნა, რითიც იცნობა მისი ნახატები. მხატვარს არ ეშინოდა შეკამათებოდა სხვა სიურეალისტებს: მაგალითად, მაგრიტი უარყოფითად არის განწყობილი ფსიქოანალიზთან და მით უფრო მის ხელოვნებაში გამოვლენასთან. მართლაც, მისი შემოქმედება არაა იმდენად ფსიქოლოგიური, რამდენადაც ფილოსოფიურ-პოეტურია, ასევე ინტელექტუალური.

გალერეა "სენტოსთან" კონტრაქტის გაუქმების შემდეგ მაგრიტი ბრუნდება ბრიუსელში და კვლავ იწყებს მუშაობას რეკლამასთან, შემდეგ კი ძმასთან ერთად ხსნის სააგენტოს, რომელიც მათ სტაბილურ შემოსავალს აძლევს. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მაგრიტი ცვლის თავისი ნახატების ფერს და სტილს, უახლოვდება რენუარის სტილისტიკას: მხატვარი თვლის უმთავრესად ხალხისთვის იმედის მიცემას.

თუმცაღა ომის შემდეგ მაგრიტი წყვეტს ასეთ მზიან ფერებში წერას და უბრუნდება თავისი ომამდელი ნახატების სტილს და საერთო აღიარებას აღწევს.

მაგრიტი გარდაიცვალა სიმსივნისგან 1967 წლის 15 აგვისტოს, დატოვა დაუმთავრებელი ახალი ვარიანტი თავისი, შესაძლოა, ყველაზე ცნობილი ნახატისა "სინათლის იმპერია".

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

რენე მაგრიტის სურათების გალერეა

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: