ფოვიზმი
ფოვიზმი (ფრანგ. Les Fauves - გარეული მხეცები) — მიმდინარეობა ფრანგულ ფერწერაში XX საუკუნის დასაწყისში. დამახასიათებელი იყო კაშკაშა ფერები და გამარტივებული ფორმები. მიმდინარეობამ მცირე ხანი იარსება — დაახლოებით 1898-1908 წლებში.
ფოვისტების შთაგონებად იქცნენ პოსტიმპრესიონისტი ვან გოგი და გოგენი, რომლებიც უპირატესობას სუბიექტურ ინტენსიურ ფერს ანიჭებდნენ, იმპრესიონისტების რბილი და ბუნებრივი პალიტრის ნაცვლად. ამ სკოლის დამაარსებლად ანრი მატისი ითვლება, რომელიც სრულიად განუდგა ოპტიკურ ფერს. მის სურათზე ქალის ცხვირი სავსებით შესაძლებელი იყო მწვანე ფერის ყოფილიყო, თუ ეს მას გამომსახველობასა და კომპოზიციურობას შესძენდა. მატისი ამტკიცებდა: „მე ვხატავ არა ქალებს, მე ვხატავ ტილოებს“.
სახელი „ფოვისტები“ მათ მიმდევრებს შეარქვა კრიტიკოსმა ლუი ვოსელმა 1905 წელს. თავად მხატვრებს ეს სახელი არასდროს უღიარებიათ.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]
- ხელოვნების ეროვნული მუზეუმის კოლექცია
- ფოვიზმი: ადრეული მეოცე საუკუნის ხელოვნების ველური მხეცები
- Rewald, Sabine. ფოვიზმი. ხელოვნების ისტორიის ქრონოლოგია (2004)
რენესანსი · მანიერიზმი · ბაროკო · როკოკო · ნეოკლასიციზმი · რომანტიზმი · რეალიზმი · პრერაფაელიტიზმი · აკადემიზმი · იმპრესიონიზმი · პოსტიმპრესიონიზმი
XX საუკუნე
მოდერნიზმი · კუბიზმი · ექსპრესიონიზმი · აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი · აბსტრაქციონიზმი · მიუნხენის ახალ ხელოვანთა ასოციაცია · ლურჯი მხედარი · ბრიუკე · დადაიზმი · ფოვიზმი · არტ-ნუვო · ბაუჰაუზი · დე შტეილი · არტ-დეკო · პოპ-არტი · ფუტურიზმი · სუპრემატიზმი · სიურრეალიზმი · კოლორფილდი · მინიმალიზმი · ლირიული აბსტრაქცია · პოსტმოდერნიზმი · კონცეპტუალიზმი · ახალგაზრდა ბრიტანელ ხელოვანთა ჯგუფი