მარსელ კარნე

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარსელ კარნე
Marcel Carné
Marcel Carné Roland Lesaffre.jpg
მარსელ კარნე და როლან ლეზაფრი (1995)
დაბადების სახელი მარსელ კარნე
დაბადების ადგილი პარიზი, საფრანგეთი
დაიბადა 18 აგვისტო, 1906
გარდაიცვალა 31 ოქტომბერი, 1996
კლამარი, საფრანგეთი
საქმიანობა რეჟისორი
შემოქმედების წლები 19361976

მარსელ კარნე (ფრანგ. Marcel Carné; დ. 18 აგვისტო, 1906[1] — გ. 31 ოქტომბერი, 1996) — ფრანგი კინორეჟისორი, ფრანგული კონემატოგრაფის „პოეტური რეალიზმის“ მიმდინარეობის წარმომადგენელი. 600 ფრანგი კინოკრიტიკოსის მიერ კარნეს სურათი „სამოთხის შვილები“ (Les Enfants du paradis, 1945) დასახელდა „საუკუნის საუკეთესო ფრანგულ ფილმად“[2]. კარნეს ყველაზე ცნობილი ფილმების („დრამის უცნაურობა“, „ნისლების სანაპირო“, „დღე იწყება“, „საღამოს სტუმრები“, „სამოთხის შვილები“, „ღამის კარიბჭე“) სცენარის ავტორი პოეტი ჟაკ პრევერია. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კარნეს შემოქმედებით კრიზისს დაემთხვა ფრანგულ კინოში ახალი მიმდინარეობის „ახალი ტალღის“ (კინორეჟისორები ფრანსუა ტრიუფო, ჟან-ლუკ გოდარი) ჩამოყალიბება, რამაც საბოლოოდ განაპირობა მისი კარიერის დასასრული.

ფილმოგრაფია [რედაქტირება]

  • 1929 : Nogent, Eldorado du dimanche
  • 1936 : Jenny
  • 1937 : Drôle de drame
  • 1938 : Le Quai des brumes
  • 1938 : Hôtel du Nord
  • 1939 : Le jour se lève
  • 1942 : Les Visiteurs du soir
  • 1945 : Les Enfants du paradis
  • 1946 : Les Portes de la nuit
  • 1947 : La Fleur de l'âge (დაუსრულებელი)
  • 1950 : La Marie du port
  • 1950 : Juliette ou la Clé des songes
  • 1953 : Thérèse Raquin
  • 1954 : L'Air de Paris
  • 1956 : Le Pays d'où je viens
  • 1958 : Les Tricheurs
  • 1960 : Terrain vague
  • 1962 : Du mouron pour les petits oiseaux
  • 1965 : Trois chambres à Manhattan
  • 1968 : Les Jeunes Loups
  • 1971 : Les Assassins de l'ordre
  • 1974 : La Merveilleuse Visite
  • 1977 : La Bible
  • 1991 : Mouche (დაუსრულებელი)

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]

სქოლიო [რედაქტირება]