რაციონალიზმი (არქიტექტურა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg ეს სტატია არქიტექტურას ეხება. ფილოსოფიური მიმდინარეობის შესახებ იხილეთ რაციონალიზმი.

რაციონალიზმი (ასევე რაციონალური არქიტექტურა), XX საუკუნის I ნახევრის არქიტექტურულ მიმართულებათა ერთიანობა, რომელიც პროგრამულად მოიცავდა თანამედროვე მეცნიერულ და ტექნიკურ მიღწევებს. ფართო გაგებით, რაციონალიზმი ზოგჯერ გაიგივებულია „თანამედროვე არქიტექტურის ცნებასთან“. მას საფუძველი ჩაეყარა ჯერ კიდევ XIX საუკუნის დასასრულს (ლ. ჰ. სალივენი, აშშ-ში; ჰ. პ. ბერლაგე ნიდერლანდში; ო. პერე საფრანგეთში და სახვები). რაციონალიზმის ჩამოყალიბებას დიდად შეუწყო ხელი საფრანგეთში ლე კორბუზიემ, გერმანიაში ვ. გროპიუსმა. რაციონალიზმის განვითარება მოიცავს ძირითადად 20-50-იან წლებს. რაციონალიზმის ქალაქთმშენებლური იდეები აისახა ე. წ. ათენის ქარტიაში (1933), ხოლო 50-იანი წლების საერთო არქიტექტურულმა პრინციპებმა წარმოქმნა ე. წ. საერთაშორისო სტილი (ლ. მის ვან დერ როე და სხვები). 50-იანი წლების დასასრულს კრიზისის მიზეზი გახდა მის წარმომადგენელთა არქიტექტურულ აზროვნების დოგმატიზმი და სოციალისტური-რეფორმისტული უტოპიზმი.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 8, გვ. 312, თბ., 1984