ეგონ შილე

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეგონ შილე (Egon Schiele, IPA [ˈʃiːlə], დ. 12 ივნისი, 1890 - 31 ოქტომბერი, 1918), ავსტრიელი მხატვარი. გუსტავ კლიმტის პროტეჟე, შილე XX საუკუნის ავსტრიული ექსპრესიონიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი გახდა. შილეს ნამუშევრები გამოირჩევა ფერების ინტენსიურობით და ფორმების მრავალფეროვნებით. გრეხილი სხეულის ფორმები და ექსპრესიული ხაზები, რომლებიც შილეს ფერწერული ტილოებისა და ნახაზებისთვის არის დამახასიათებელი, მას ექსპრესიონიზმის ერთ-ერთ ადრეულ ფუძემდებელთა შორის მიაკუთვნებს ადგილს, თუმცა ის ჯერ კიდევ ძლიერ უკავშირდებოდა მოდერნის მიმდინარეობას (იუგენდშტილი). შილეს ნამუშევრების ყველაზე მნიშვნელოვანი კოლექცია ლეოპოლდის მუზეუმში ინახება, ვენაში.


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე