მინიმალიზმი
მინიმალიზმი (ასევე მინიმალური ხელოვნება) მიუთითებს ხელოვნებისა და დიზაინის სხვადასხვა ფორმების მიმდინარეობებზე, განსაკუთრებით ვიზუალურ ხელოვნებასა და მუსიკაში, სადაც ნამუშევარს შემოცლილი აქვს სტრუქტურული დეტალები მის ყველაზე უმარტივეს ფუნდამენტალურ საწყისებამდე. მინიმალიზმისთვის დამახასიათებელია განდგომა სუბიექტივიზმის, რეპრეზენტაციისა და ილუზიონიზმისაგან.
უარჰყოფენ რა კლასიკურ და ტრადიციული მხატვრულ მასალებს, თავიანთ ნამუშევრებში მინიმალისტები იყენებენ მარტივი გეომეტრიული ფორმისა და ნეიტრალური ფერების, მცირე მოცულობის საწარმოო და ბუნებრივ ობიექტებს. კონცენტრაცია ხდება მხოლოდ თვით ნამუშევარზე და მის განლაგებაზე სივრცეში, ყოველგვარი ქვეტექსტის ან დამატებითი მნიშვნელობის მინიჭების გარეშე. მხატვრის პირადი ხელწერა განზრახ არ იკვეთება. შესაბამისად, მინიმალისტური ნამუშევრები სამგანზომილებიანი არქიტექტურული სტრუქტურის ფორმას იღებს, უშუალო ზემოქმედებაში გარშემო მყოფ სივრცესთან, შუქთან და მაყურებელთან. ის უარჰყოფს ყოველგვარ მნიშვნელობას და ემოციას და მხოლოდ საკუთარ თავს წარმოადგენს.
მინიმალიზმი, როგორც გამოკვეთილი მიმდინარეობა, უკავშირდება მეორე მსოფლიოს ომის შემდგომი პერიოდის დასავლურ ვიზუალურ ხელოვნებას. მიმდინარეობა შემდგომში გავრცელდა მუსიკაში (მაგ. სტივ რეიხის, ფილიპ გლასის, ედვარდ რიჩარდსონისა და ტერი რაილის შემოქმედება), თეატრსა და კინემატოგრაფიაშიც. საფუძვლად მოდერნიზმის ცალკეული ასპექტები დაედო და მას ხშირად პოსტმოდერნიზმთან და ექსპრესიონიზმის საწინააღმდეგო რეაქციასთან აკავშირებენ ფეწერასა და კომპოზიციაში.
მინიმალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენლები არიან: კარლ ანდრე, დენ ფლავინი, დონალდ ჯუდი, სოლ ლიუიტი, ტობერტ მორისი, ფრენკ სტელა. მინიმალისტებზე გავლენა იქონიეს მარკ როჰკომ, ბერნეტ ნიუმანმა და მარსელ დიუშანმა.
რენესანსი · მანიერიზმი · ბაროკო · როკოკო · ნეოკლასიციზმი · რომანტიზმი · რეალიზმი · პრერაფაელიტიზმი · აკადემიზმი · იმპრესიონიზმი · პოსტიმპრესიონიზმი
XX საუკუნე
მოდერნიზმი · კუბიზმი · ექსპრესიონიზმი · აბსტრაქტული ექსპრესიონიზმი · აბსტრაქციონიზმი · მიუნხენის ახალ ხელოვანთა ასოციაცია · ლურჯი მხედარი · ბრიუკე · დადაიზმი · ფოვიზმი · არტ-ნუვო · ბაუჰაუზი · დე შტეილი · არტ-დეკო · პოპ-არტი · ფუტურიზმი · სუპრემატიზმი · სიურრეალიზმი · კოლორფილდი · მინიმალიზმი · ლირიული აბსტრაქცია · პოსტმოდერნიზმი · კონცეპტუალიზმი · ახალგაზრდა ბრიტანელ ხელოვანთა ჯგუფი
სტატიის