კრიტიკული რეგიონალიზმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სიდნეის ოპერის თეატრის ფორმა სიდნეის უბის იალქნიანი ნავების გამოძახილია.

კრიტიკული რეგიონალიზმი მიდგომაა არქიტექტურაში, რომლის მიზანი უადგილობისა და მნიშვნელობის არქონის პრობლემის გადაჭრაა მოდერნისტულ არქიტექტურაში კონტექსტუალური ძალების გამოყენებით, რაც ადგილის შეგრძნებასა და მნიშვნელობის შეძენის საშუალებას იძლევა. ეს ტერმინი პირველად გამოიყენეს ალექსანდერ ძონისმა და ლიენ ლეფევრმა, ხოლო მოგვიანებით პოპულარული გახადა კენეტ ფრამპტონმა.

ფრამპტონმა საკუთარი ხედვა აღწერა ნაშრომში "Towards a Critical Regionalism: Six points of an architecture of resistance" ("კრიტიკული რეალიზმისკენ: წინააღმდეგობის არქიტექტურის ექვსი პოსტულატი"). მან წამოსწია პოლ რისერის კითხვა "როგორ გავხდეთ მოდერნისტული და დავუბრუნდეთ საწყისს; როგორ ავაღორძინოთ ძველი, მიძინებული ცივილიზაცია და მონაწილე გავხდეთ უნივერსალური ცივილიზაციის". ფრამტონის თანახმად, კრიტიკული რეგიონალიზი მოდერნისტულ არქიტექტურას კრიტიკულად უნდა მიუდგეს მისი უნვერსალური პროგრესული თვიხებების გამო, თუმცა ამავე დროს უნდა გაითავისოს კერძო კონტექსტის გათვალისწინების ფასი. ყურადღება უნდა გამახვილდეს ტოპოგრაფიაზე, კლიმატზე, განათებაზე, ტექტონიკურ ფორმაზა და არა სცენოგრაფიაზე და ვიზუალურ იმიჯზე. ფრამპტონი მის არგუმენტებში ფენომონოლოგიას ეყრდნობოდა.

ორი მაგალითი, რომელიც ფრამპტონს მოჰყავს არის იორნ უტზონი და ალვარ აალტო. ფრამპტონის თვალსაზრისით, უტზონის ბაგსვერდის ეკლესია (1973-76) კოპენჰაგენთან უნივერსალური ცივილიზაციისა და მსოფლიო კულტურის გააზრებული სინთეზია. ეს სინთეზი ამ მაგალითში აისახა რაციონალური, მოდულარული, ნეიტრალური და ეკონომიური, ნაწილობრივ მზა ბეტონის ფილებით შექმნილ გარე კარკასსა (ანუ, უნივერსალური ცივილიზაცია) და სპეციალური დიზაინის, 'არაეკონომიური', ორგანული, რკინა-ბეტონის ინტერიერის კარკასის შეხამებით, რაშიც აისახა ნათელი წმინდა სივრცისა და მრავალი კულტურათშორისი თვისებების მანიპულაცია, რაც ფრამპტონის აზრით უპრეცენდენტო იყო დასავლურ კულტურაში, თუმცა აისახა ჩინური პაგოდის სახურავში (ანუ მსოფლიო კულტურა). აალტოს შემთხვევაში, ფრამპტონი იხილავს წითელი აგურის საინატსალოს ქალაქის თვითმმართველობის შენობას (1952), რომელშიც, მისი მტკიცებით, წინააღმდეგობაა გაწეული უნივერსალური ტექნოლოგიისადმი, გამოხატული ვიზუალურ და თვისობრივ აღქმაში შენობაში გამოყენებული მასალით; მაგ., კიბის უჯრედის აგურის იატაკის ფრიქციის "შეგრძნება" და ზამბარისებრად რწევადი საბჭოს დარბაზის ხის იატაკები.