ანა ახმატოვა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანა ახმატოვა

ანა ანდრიას ასული ახმატოვა (ქალიშვილობის გვარი გორენკო რუს. Горенко) (რუს. Анна Андреевна Ахматова), (დ. 11 ივნისი/23 ივნისი, 1889, ოდესა — გ. 5 მარტი, 1966, დომოდედოვო, მოსკოვის ოლქი, დაკრძალულია სანქტ-პეტერბურგში), რუსი პოეტი.

[რედაქტირება] ბიოგრაფია

ლექსების პირველი წიგნი "საღამო" გამოსცა 1912 წელს. დაკავშირებული იყო აკმეისტების ჯგუფთან. ახმატოვას რევოლუციამდელ ლირიკაში ჭარბობს სიმარტოვის, ნატიფ ესთეტიკურ და სატრფიალო განცდათა მოტივები. ლექსების წიგნებში "კრიალოსანი" (1914), "თეთრი გუნდი" (1917) ვლინდება ინტიმურ-სასაუბრო ინტონაციები, ემოციური ლაკონიზმი და მხატვრულ სახეთა "საგნობრიობა", ამასთან იგრძნობა ხალხური სასიმღრო მოტივებისა და რუსული კლასიკური ლირიკის ტრადიციების ზეგავლენა.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ბუაჩიძე თ., ქსე, ტ. 2, გვ. 106, თბ., 1977


პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე