ავსტრალიის ღია პირველობა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ავსტრალიის ღია პირველობა
ოფიციალური ვებ-გვერდი
მდებარეობა მელბურნი
ავსტრალიის დროშა ავსტრალია
Venue მელბურნ პარკი
კორტი ხელოვნური
ფულადი პრიზი A$ 25,000,000(2011)
დიდი მუზარადი
მიმდინარე
ავსტრალიის ღია პირველობა 2011

ავსტრალიის ღია პირველობა (Australian Open) - საჩოგბურთო ჩემპიონატი, ერთ-ერთი დიდი მუზარადის ოთხ ტურნირთაგან. ტარდება ყოველწლიურად იანვრის ბოლო ორი კვირის განმავლობაში. თამაშები იმართება ქალთა და ვაჟთა ერთეულთა, წყვილ და შერეულ თანრიგში. ასევე ტარდება იუნიორთა და ვეტერანთა ტურნირი.

[რედაქტირება] ისტორია

ტურნირი პირველად ჩატარდა 1905 წელს მელბურნში ავსტრალაზიის ჩემპიონატის(Australasian Championships) სახელით. 1927 წელს ეწოდა ავსტრალიის ჩემპიონატი(Australian Championships), 1969 წლიდან კი ატარებს დღევანდელ სახელს ავსტრალიის ღია პირველობა (Australian Open). დაარსების დღიდან ტურნირს ხუთმა ავსტრალიურმა და ორმა ახალ ზელანდიურმა ქალაქმა უმასპინძლა: მელბურნი 54–ჯერ, სიდნეი 17–ჯერ, ადელაიდა 14–ჯერ. ბრისბენი 7–ჯერ, პერთი 3–ჯერ კრაისტჩარჩი 1906 და ჰასტინგსი 1912 წელს. 1972 წლიდან ჩემპიონატს მხოლოდ მელბურნი მასპინძლობს. ავსტრალიის გეოგრაფიული მდებარეობის გამო, 1946 წლამდე, ტურნირზე არ ჩასულან უცხოელი ჩოგბურთელები. ახალ ზელანდიაში გამართულ შეჯიბრებებში კი მხოლოდ ორი ავსტრალიელი მონაწილეობდა. 1977 წელს გადაწყდა ტურნირის ჩატარების დეკემბერში გადატანა ამიტომაც ამ თვეში ხელმეორედ ჩატარდა, 1987 წლიდან თარიღი კვლავ იანვარში გადმოიტანეს და 1986 წელს ტურნირი არ ჩატარებულა.

[რედაქტირება] პრიზები და თასები

გამარჯვებულთა სახელები იწერება თასებზე. 2011 წელს ქალთა და ვაჟთა ფულადი ანაზღაურება გათანაბრდა

A$
1 წრე 20 000
2 წრე 32 000
3 წრე 54 000
4 წრე 93 000
მეოთხედფინალი 210 000
ნახევარფინალი 420 000
ფინალისტი 1 100 000
გამარჯვებული 2 200 000
მარგარეტ კორტ არენის პანორამული ფოტო

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე