მილდიურა (ინგლ. Mildura) — ქალაქი ავსტრალიაში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ვიქტორიას შტატში, ზღვის დონიდან 50 მეტრზე. 2006 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 30 016 ადამიანს. მილდიურა 550 კილომეტრითაა დაშორებული შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ მელბურნის, ქალაქ ადელაიდას 400 კილომეტრით. მილდიურასთან მდებარეობს ორი შტატის ვიქტორიას და ახალი სამხრეთი უელსის ოფიციალური საზღვარი. ქალაქში ჩამოედინება ავსტრალიის ყველაზე დიდი მდინარე მურეი. დაარსდა 1887 წელს. ქალაქში მდებარეობს ლა ტრობეს უნივერსიტეტი. ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ყველაზე ცივი — ივლისი და აგვისტო.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
ვიკისაწყობში
? არის გვერდი თემაზე: