სილურული სისტემა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სილურული სისტემა Period
ექსპრესიის შეცდომა: მოულოდნელი round ოპერატორი.ექსპრესიის შეცდომა: მოულოდნელი round ოპერატორი. million years ago
საშუალო ატმოსფერული O2 შემადგენლობა პერიოდის განმავლობაში ca. 14 მოცულ. %[1]
(70 % თანამედროვე დონის)
საშუალო ატმოსფერული CO2 შემადგენლობა პერიოდის განმავლობაში ca. 4500 ppm[2]
(16-ჯერ წინაინდუსტრიული დონე)
საშუალო ზედაპირის ტემპერატურა პერიოდის განმავლობაში ca. 17 °C [3]
(3 °C მაღლა თანამედროვე დონეზე)
ზღვის დონე (დღევანდელზე მაღლა) დაახ. 180მ, მოკლევადიანი ნეგატიური მიმოქცევით[4]

სილურული სისტემა (პერიოდი) — პალეოზოური ჯგუფის რიგით მესამე სისტემა, გეოლოგიური წელთაღრიცხვის პალეოზოური ერის მესამე პერიოდი. მოსდევს ორდოვიციულ სისტემას და წინ უსწრებს დევონურს. აბსოლუტური გეოქრონოლოგიით სილურული პერიოდი დაიწყო 440 მილიონი წლის წინ და გაგრძელდა დაახლოებით 30 მილიონი წელი. სილურული სისტემა დაადგინა რ. მერჩისონმა 1835 წელს დიდ ბრიტანეთში. სილურული სისტემა იყოფა ორ სექციად და ოთხ სართულად.

სილურული პერიოდის დასაწყისში აღინიშნა დედამიწის ქერქის მნიშვნელოვანი დაძირვა და გლობალური ტრანსგრესია, თუმცა არსებობდა მეტ-ნაკლებად სტაბილური უბნები და კუნძულის ტიპის აზევებები. სილურული პერიოდის ბოლოს დასრულდა კალედონიური დანაოჭება; წარმოიქმნა გონდვანა. პერიოდის დასაწყისში უკვე უხერხემლოთა ყველა მნიშვნელოვანი კლასი არსებობდა. სისტემაში გაჩნდა პრიმიტიული ხერხემლიანები და პირველი ხმელეთის ფლორა. ამ პერიოდის ნალექები ძირითადად ტერიგენულია, მნიშვნელოვანი რაოდენობით გვხვდება ასევე წყალქვეშა ვულკანური ამოფრქვევების პროდუქტებიც. ნალექები ყველა კონტინენტზეა გავრცელებული ანტარქტიდის გარდა.

სილურული სისტემის სტრატიგრაფიული დანაწილების სქემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სისტემა,
პერიოდი
სექცია,
ეპოქა
სართული,
საუკუნე
საუკუნე (Ma)
მომდევნო მომდევნო მომდევნო უფრო ახალგაზრდა
სილურული პრჟიდოლური 416–418,7
ლუდლოური Ludfordium 418,7–421,3
Gorstium 421,3–422,9
უენლოკური Homerium 422,9–426,2
Sheinwoodium 426,2–428,2
ლანდოვერიული Telychium 428,2–436
Aeronium 436–439
Rhuddanium 439–443,7
წინა წინა წინა უფრო ძველი
პალეოგენური სისტემის სტრატიგრაფიული დანაწილების სქემა,
სტრატიგრაფიის საერთაშორისო კომისიის მიხედვით[5]

ქვედანაყოფები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლანდოვერიული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლანდოვერიული ეპოქა დაიწყო 443.7 ± 1.5 მილიონი წლის წინ და დასრულდა 428.2 ± 2.3 მილიონი წლის წინ. იყოფა 3 ნაწილად: რუდანიანული, რომელიც დასრულდა 439 მლნ. წლის წინ, აერონიანული დასრულდა 436 მლნ. წლის წინ და ტერიჩიანული.

უენლოკური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უენლოკური დაიწყო 428.2 ± 2.3 მლნ. წლის წინ და დასრულდა 422.9 ± 2.5 მლნ. წლის წინ. იყოფა 2 ნაწილად: შეინვუდიანური (დასრულდა 426.2 მლნ. წლის წინ) და ჰომენიარული. სახელი მომდინარეობს შროპშირის უენლოკ ეჯიდან, ინგლისი.

ლუდლოური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუდლოური დაიწყო 422.9 ± 2.5 მლნ. წლის წინ და დასრულდა 418.7 მლნ. წლის წინ. იყოფა 2 ნაწილად: გორსტიანული (დასრულდა 421.3 მლნ. წლის წინ) და ლუდფორდიანული.

პრჟიდოლური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრჟიდოლური დაიწყო 418.7 ± 2.7 მლნ. წლის წინ და დასრულდა 416 ± 2.8 მლნ. წლის წინ. იგი სილურული პერიოდის საბოლოო და ყველაზე მოკლე ეპოქაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯანელიძე ა., ისტორიული გეოლოგიის მოკლე კურსი, თბ., 1963.
  • ხუციშვილი ო., ქსე, ტ. 9, გვ. 344, თბ., 1985

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Image:Sauerstoffgehalt-1000mj.svg
  2. Image:Phanerozoic Carbon Dioxide.png
  3. Image:All palaeotemps.png
  4. Haq, B. U. (2008). „A Chronology of Paleozoic Sea-Level Changes“. Science. 322: 64–68. doi:10.1126/science.1161648. PMID 18832639.
  5. ICS Timescale Chart.