ვიქტორიანული არქიტექტურა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ადრეული ვიქტორიანული არქიტექტურის ნიმუში აშშ-ში, 1855 წ.

ვიქტორიანული არქიტექტურა (ინგლ. Victorian architecture) — ზოგადი ტერმინი, გამოყენებული ინგლისურენოვან ქვეყნებში აღსანიშნავად მრავალფეროვანი ეკლექტიური რეტროსპექტივიზმის, რომელიც გავრცელებული იყო ვიქტორიანულ ეპოქაში (1837-1901 წწ.). ბრიტანეთის იმპერიაში ამ პერიოდის დომინანტური მიმართულება ნეოგოტიკა იყო. პრაქტიკულად ყველა ყოფილ ბრიტანულ კოლონიაში შემონახულია ამ სტილში ნაგები მთელი კვარტალები. ბრიტანული ინდოეთისთვის ამ პერიოდში დამახასიათებელი ასევე იყო ინდო-სარაცენული სტილი (ნეოგოტიკის ეროვნულ ელემენტებთან შეხამება).