ბართლომე I (კონსტანტინოპოლის პატრიარქი)
| ბართლომე I | |
|---|---|
| კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი | |
| ეკლესია | კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესია |
|
|
|
| საერო სახელი | დიმიტრიოს არხონტონისი |
| დაიბადა | 12 მარტი, 1940 ( |
| ეროვნება | ბერძენი |
| რელიგია | ქრისტიანობა |
ბართლომე I (ბერძნ. Βαρθολομαίος Α', თურქ. Barfolomey I; ერისკაცობაში — დიმიტრიოს არხონტონისი, ბერძნ. Δημήτριος Αρχοντώνης) — კონსტანტინოპოლის 232–ე მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი 1991 წლის 22 ოქტომბრიდან.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
დაიბადა 1940 წლის 29 თებერვალს თურქეთის კუნძულ იმვროსზე;
დაწყებითი სკოლა დაამთავრა იმვროსზე, ხოლო საშუალო - სტამბოლში;
1961 წელს წარჩინებით დაასრულა ხალკის საღვთისმეტყველო სკოლა;
1961–1963 წწ. მსახურობდა თურქეთის არმიაში;
1961 წელს აღიკვეცა ბერად და ეწოდა ბართოლომეოსი;
1961 წლის 13 აგვისტოს ხელდასხმულ იქნა ბერდიაკვნად;
1963-1968 წწ. მსოფლიო საპატრიარქოს სტიპენდიით სწავლობდა რომის პონტიფიკოსის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში;
1968 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია საეკლესიო სამართალში შვეიცარიის მსოფლიო საპატრიარქოს ინსტიტუტში თემაზე „წმიდა კანონებისა და კანონიკურ განწესებათა კოდიფიკაციისათვის მართლმადიდებელ ეკლესიაში“;
ამავე წელს დაინიშნა ხალკის საღვთისმეტყველოს სკოლის დეკანის თანაშემწედ;
1969 წლის 19 ოქტომბერს ხელი დაასხეს მღვდელმონაზვნად;
1972 წლიდან მუშაობდა პატრიარქის კაბინეტის გამგედ;
1973 წლის 25 დეკემბერს, ქრისტეშობის დღესასწაულზე ხელდასხმულ იქნა ფილადელფიის ეპარქიის მიტროპოლიტად;
1974 წელს აირჩიეს წმიდა სინოდის წევრად;
1990 წლის 14 იანვარს გადაყვანილ იქნა ქალკედონის სამიტროპოლიტო კათედრაზე;
ყოვლადუწმიდესი დიმიტრიოსის გარდაცვალების შემდეგ, 1991 წლის 22 ოქტომბერს კონსტანტინოპოლის საეკლესიო კრებამ ქალკედონიელი მიტროპოლიტი ბართოლომეოსი აირჩია მსოფლიო პატრიარქად. ამავე წლის 2 ნოემბერს სტამბულის ფანარის წმ. გიორგის საპატრიარქო ტაძარში მოხდა მისი აღსაყდრება;
ყოვლადუწმიდესი ბართოლომეოს I დაჯილდოებულია მრავალი ჯილდოთი, ორდენითა და პრემიით. არის არაერთი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი, მათ შორის - თბილისისა და ბათუმის უნივერსიტეტებისა;
ფლობს ბერძნულ, თურქულ, ლათინურ, ფრანგულ, ინგლისურ, იტალიურ და გერმანულ ენებს;
მისი ინტრონიზაცია მოხდა 2 ნოემბერს.
[რედაქტირება] ტიტული
ყოვლადუწმინდესი კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი და მსოფლიო პატრიარქი (ბერძნ. Η Αυτού Θειοτάτη Παναγιότης, ο Αρχιεπίσκοπος Κωνσταντινουπόλεως, Νέας Ρώμης και Οικουμενικός Πατριάρχης).
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიები და მათი მეთაურები
- კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური საიტი
| წინამორბედი: დიმიტრი |
კონსტანტინოპოლის პატრიარქი 1991 – დღემდე |
შემდეგი: ----- |
|
|||||||