იოანე III სქოლასტიკოსი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

წმიდა იოანე სქოლასტიკოსი (ბერძნ. Ιωάννης Γ΄ Σχολαστικός; გ. 31 აგვისტო, 577) კონსტანტინოპოლელი პატრიარქი, წმინდანი, მისი ხსენების დღე არის ძველი სტილით 21 თებერვალი, ახალი სტილით - 5 მარტი. განათლებით იურისტი იყო. ის ჯერ ხუცესად აკურთხეს, შემდეგ კი პატრიარქის ტახტზე აღასაყდრეს. წმიდა მამა 565-577 წლებში მართავდა ეკლესიას. ჯერ კიდევ ხუცესობისას მან შეადგინა საეკლესიო კანონები 50 თავად, პატრიარქობის დროს კი ეკლესიასთან დაკავშირებულ სამოქალაქო განკარგულებებს ერთ კრებულში მოუყარა თავი. ამ კრებულზე დაყრდნობით შედგა ნომოკანონი, რომელსაც ეყრდნობა საეკლესიო სამართლისწარმოება. მღვდელმთავარი იოანე არის ავტორი საეკლესიო საგალობლებისა: „რომელი ქერუბიმთა“ და „სერობასა საიდუმლოსა შენისასა“.

[რედაქტირება] ლიტერატურა

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი I, თბილისი, 2001 წ. გვ. 202

წინამორბედი:
ევტიქი
კონსტანტინოპოლის პატრიარქი

565577
შემდეგი:
ევტიქი (მეორედ)
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე