პაატა ბურჭულაძე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Burchuladze.jpg

პაატა ბურჭულაძე (დ. 12 თებერვალი 1955, სსრკ, თბილისი) ქართველი ოპერის მომღერალი (ბანი).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ბურჭულძემ მუსიკალური განათლება მიიღო თბილისში მუსიკის პედაგოგ ოლიმპი ჭელაშვლითან. უკვე როგორც მოწაფე დიდი წარმატებით მღეროდა თბილისის ოპერიისა და ბალეტის თეატრში. განსაკუთრებული ნიჭის გამო მიიღო სტიპენდია, რომლმაც მას საშუალება მისცა სწავლა გაეგრძელებინა მაინლანდში ჯულიეტა სიმიონატის და ედუარდო მულერის ხელმძღვანელობით.

კარიერა და ჯილდოები[რედაქტირება]

უკვე 1981 მოიპოვა პირველი ჯილდო მუსიკალურ კონკურსში Voci Verdiane, ბუსეტო, იტალია. 1982 ოქროს მედლით გაიმარჯვა ცნობილ მოსკოვის ჩაიკოვსკის საერთაშორისო კონკურსში. 1985 გაიმრჯვა ლუჩიანო პავაროტის კონკურსში, ფილადელფია, აშშ. ამ მნიშვნელოვანი კონკურსებში წარმატებების შემდეგ შეძლო ევროპის და ჩრდილოეთი ამერიკის სცენებზე წარმატებული გზის განვლა.

მისი სენსაციური დეპიუტი შედგა კოვენტ გარდენ ოპერაში, ლონდონში, სადაც შეასრულა რამფისის პარტია ოპერა აიდაში, ტენორი ვარსკლავის ლუჩანო პავაროტის რადამესის გვერდით. არანაკლები წარმატება შეხვდა მილანის ლა სკალასა და ვენის სახელმწიფო ოპერაში. ჰერბერტ ფონ კარაიანმა მიიწვია Salzburger Festspielen-ზე, სადაც იგი შემდეგაც არაერთხელ გამოჩნდა საკონცერტო წარმოდგენებში. ბურჭულაძის კარიერის კიდევ ერთი მწვერვალი იყო მეტროპოლიტენის ოპერის თეატრში ბორის გოდუნოვში მთავარი პარტიის შესრულება 1990/91 წლებში.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

  • Zahlreiche Recitals (არიები და Liedprogramme)
  • "Ernani"(სილვა) პავაროტისთან და სუდერლანდთან ერთად
  • "აიდა" (რამფისი) პავაროტისთან
  • "La Forza del Destino" (პატრი გუარდიანი) კარერასთან
  • "ევგენი ონეგინი" (გრემინი)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]