ბორის კუფტინი
| ბორის კუფტინი | |
| დაბადების თარიღი: | |
|---|---|
| დაბადების ადგილი: | |
| გარდაცვალების თარიღი: | |
| გარდაცვალების ადგილი: | |
| სამეცნიერო სფერო: | |
ბორის ალექსის ძე კუფტინი (რუს. Борис Алексеевич Куфтин; დ. 21 იანვარი/2 თებერვალი, 1892, სამარა — გ. 2 აგვისტო, 1953, ლენინგრადი) — რუსი არქეოლოგი და ეთნოგრაფი. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946).
1919 წლიდან მოსკოვის უნივერსიტეტის პედაგოგი. 1933-1953 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. კუფტინის პირველი შრომები ეხება რსფსრ და უკრაინის სსრ ხალხთა ეთნოგრაფიასა და არქეოლოგიას. 1933 წლიდან ძირითადად საქართველოს არქეოლოგიურ ძეგლებს იკვლევდა. წარმატებით მუშაობდა საქართველოს და კავკასიის ნივთიერი კულტურის ისტორიულ პერიოდიზაციისა და ქრონოლოგიის საკითხებზე. აღმოაჩინა და შეისწავლა თრიალეთის კულტურა, შედეგები გამოაქვეყნა ნაშრომში „არქეოლოგიური გათხრები თრიალეთში“ (ტ. 1, 1941), რომელსაც 1942 წელს სახელმწიფო პრემია მიენიჭა. კუფტინმა გამოყო აგრეთვე მტკვარ-არაქსის კულტურა. დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიური ძეგლების შესწავლის შედეგები აისახა კუფტინის ორტომიან ნაშრომში „მასალები კოლხეთის არქეოლოგიისათვის“ (1949-1950).
[რედაქტირება] ლიტერატურა
- გოგაძე ე., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, გვ. 91, თბ., 1983 წელი.
- Памяти Б. А. Куфтина, «Вестник древней истории», 1954, № 2 (ახლავს კუფტინის შრომების სია).