თეოფილოს III (იერუსალიმის პატრიაქრი)
| თეოფილოს III | ||
|---|---|---|
| უწმინდესი და უნეტარესი, პატრიარქი წმიდისა ქალაქისა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინისა | ||
| იერუსალიმის პატრიარქი | ||
| ეკლესია | იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესია | |
|
|
||
| საერო სახელი | ილია იანოპულოსი | |
| დაიბადა | 1952 ( |
|
| ეროვნება | ბერძენი | |
| რელიგია | ქრისტიანობა | |
პატრიარქი თეოფილოს III (ბერძნ. Πατριάρχης Ιεροσολύμων Θεόφιλος Γ΄; საერო სახელი ილია იანოპოლუსი, ბერძნ. Ηλίας Γιαννόπουλος; დ. 1952, გარგალიანი, მესინია, საბერძნეთი) — იერუსალიმის 141-ე პატრიარქი 2005 წლის 22 აგვისტოდან, იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის მმართველი. სრული წოდება: უწმინდესი და უნატარესი კირ თეოფილოსი, პატრიარქი წმიდისა ქალაქისა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინისა, სირიისა, არაბეთისა, იორდანისა, გალილეის კანისა და წმინდა სიონისა.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
უნეტარესი თეოფილე III (ერისკაცობაში ილიას იანოპულოსი) დაიბადა 1952 წელს მესინიაში, (საბერძნეთი);
1964 წელს გაემგზავრა იერუსალიმში, სადაც ხელდასხმულ იქნა დიაკვნად;
შემდგომში მსახურობდა პატრიარქ ბენედიქტე I-თან არქიდიაკვნად;
1991 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდლად და დაინიშნა გალილეის კანას ეკლესიის მოძღვრად; აქ მოღვაწეობის დროს მან დააფუძნა ორგანიზაცია „ნურ ალ მასიჰ“-ი (ნათელი ქრისტესი);
1996 წელს გაემგზავრა ყატარში, სადაც ვაჰაბიტურმა ორგანიზაციამ პირველად მიიღო ქრისტიანი სასულიერო პირი. პარალელურად მსახურობდა წმიდა საფლავის ეგზარქოსად ყატარში;
2000-2003 წლებში იყო იერუსალიმის პატრიარქის პირადი წარმომადგენელი მოსკოვში;
2005 წლის თებერვალში პატრიარქ ირინეოსის მიერ დაინიშნა თაბორის მთის მთავარეპისკოპოსად;
იერუსალიმის საპატრიარქოში განვითარებული ცნობილი მოვლენების შემდეგ მთავარეპისკოპოსი თეოფილე არჩეულ იქნა იერუსალიმის ეკლესიის 141-ე მეთაურად;
2005 წლის 22 აგვისტოს მოხდა მისი აღსაყდრება საპატრიარქო ტახტზე;
უნეტარეს თეოფილოსს რთულ პერიოდში უწევს იერუსალიმის ეკლესიის მწყემსმთავრობა. ისრაელის სახელმწიფოს, პალესტინის ავტონომიასა და იორდანიის სამეფოს შორის არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარება უარყოფითად აიხასება ეკლესიის მდგომარეობაზე;
პატრიარქი თეოფილე III არის ღვთისმეტყველების ბაკალავრი (ათენი) და მაგისტრი (ლონდონი);
ფლობს ბერძნულ, ინგლისურ და არაბულ ენებს.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- His Beatitude, Patriarch Theophilos III
- ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიები და მათი მეთაურები
- იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური საიტი
|
|||||||