14 იანვარი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| << | იანვარი | >> | ||||
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვი |
| 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | |
| 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 |
| 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 |
| 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 |
| 28 | 29 | 30 | 31 | |||
| 2013 | ||||||
14 იანვარი არის გრიგორიანული კალენდრის მე-14 დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 351 დღე (ნაკიან წელში - 352).
სექციების სია |
დღის მოვლენები [რედაქტირება]
- 27 : რომში გამოცხადდა რესპუბლიკის აღდგენა.
- 1301 : ანდრე III-ის გარდაცვალებით დასრულდა არპადთა დინასტიის მმართველობის ხანა უნგრეთში.
- 1514 : ესპანეთმა კუბის ანექსია მოახდინა.
- 1690 : ნიურნბერგში (გერმანია) შექმნეს პირველი კლარნეტი.
- 1784 : ამერიკის რევოლუცია: აშშ-მა ინგლისთან სამშვიდობო ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა.
- 1814 : კიელის ხელშეკრულება: დანიის მეფე ფრედერიკ VI-მ ნორვეგია შვედეთს დაუთმო პომერანიის სანაცვლოდ.
- 1900 : ჯაკომო პუჩინის ოპერა „ტოსკას“ პრემიერა შედგა რომში.
- 1943 : მმო : ფრანკლინ რუზველტი და უინსტონ ჩერჩილი იწყებენ კასაბლანკას კონფერენციას ომის შემდეგი ფაზის განსახილველად.
- 1950 : მარშალი ტიტო იუგოსლავიის პრეზიდენტად აირჩიეს.
- 1955 : მერილინ მონრომ ჯო დიმაჯიოსთან იქორწინა.
- 1985 : მარტინა ნავრატილოვამ მეასედ გაიმარჯვა ჩოგბურთის ტურნირზე.
- 1994 : აშშ-ის პრეზიდენტი ბილ კლინტონი და რუსეთის პრეზიდენტი ბორის ელცინი კრემლის შეთანხმებას აწერენ ხელს.
- 1996 : ჟორჟი სამპაიო პორტუგალიის პრეზიდენტად აირჩიეს.
- 1998 : მეცნიერებმა დალასში (ტეხასი) აღმოაჩინეს ენზიმი, რომელიც სიბერესა და ბოჭკოების კვდომის პროცესს ანელებს (აპოპტოზი)
- 2004 : საქართველოს ეროვნული დროშა, ე. წ. „ხუთჯვრიანი დროშა“ აღდგენილ იქნა 500 წლის შემდეგ.
- 2005 : კოსმოსური ზონდი „ჰიუგენსი“ სატურნზე დაეშვა.
- 2007 : ნასას მესენჯერმა პლანეტა მერკურის ჩაუფრინა, პირველად ბოლო ოცდაცამეტი წლის მანძილზე.
- 2009 : ჩინეთი უსწრებს გერმანიას და მსოფლიოს მესამე უდიდესი ქვეყანა ხდება, 2007 წლის გადამოწმებული მშპ მონაცემების მიხედვით.
- 2011 :
- 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად ბრაზილიის შტატ რიო-დე-ჟანეიროში.
- საერთო სახალხო მღელვარების ფონზე პრეზიდენტმა ზინ ელ-აბიდინ ბენ ალიმ ტუნისი დატოვა, მოვალეობის შემსრულებელი დეპუტატთა პალატის თავჯდომარე ფუად მებაზაა გახდა.
- 2012 : საქართველოს ისტორიაში პირველად აღინიშნა სახელმწიფო დროშის დღე.
ამ დღეს დაბადებულნი [რედაქტირება]
- 1868 : ჟორდანია, ნოე — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე.
- 1875 : შვაიცერი, ალბერ — გერმანელი და ფრანგი მოაზროვნე, მისიონერი.
- 1888 : ვარაზი, ვასილ — ქართველი ბიოქიმიკოსი და პათოლოგფიზიოლოგი.
- 1917 : ასათიანი, ლადო — ქართველი პოეტი.
- 1926 : ბაკურაძე, ოთარ — ქართველი ფილოსოფოსი.
- 1941 : დანაუეი, ფეი — ამერიკელი მსახიობი.
- 1965 : ბასაევი, შამილ — ჩეჩენი დამოუკიდებლობის მომხრე ვიცე-პრეზიდენტი
ამ დღეს გარდაცვლილნი [რედაქტირება]
- 1742 : ჰალეი, ედმუნდ — ინგლისელი ასტრონომი და გეოფიზიკოსი.
- 1815 : არდაზიანი,ლავრენტი — ქართველი მწერალი და პუბლიცისტი.
- 1898 : კეროლი, ლიუის — ინგლისელი მწერალი.
- 1901 : ერმიტი, შარლ — ფრანგი მათემატიკოსი.
- 1905 : აბე, ერნსტ — გერმანელი ფიზიკოს-ოპტიკოსი.
- 1944 : ბერუაშვილი, გიორგი — საბჭოთა კავშირის გმირი.
- 1966 : კოროლიოვი, სერგეი — საბჭოთა მეცნიერი.
- 1978 : გედელი, კურტ — ავსტრიელი მათემატიკოსი.
დღესასწაულები [რედაქტირება]
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
-
- წინადაცვეთა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი
- ბასილი კესარიელი
- ბასილი ანკვირელი
- წმინდა თეოდოტი
- გრიგოლ ნაზიანზელი
- ღირსი თეოდოსი
- წმინდა ემილია
- აგრეთვე:
- „ბითლზის“ საერთაშორისო დღე
- ქართული თეატრის დღე (1850)
- საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე (2004)
- ძველით ახალი წელი
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
სხვა თვეები:
| იანვარი • თებერვალი • მარტი • აპრილი • მაისი • ივნისი • ივლისი • აგვისტო • სექტემბერი • ოქტომბერი • ნოემბერი • დეკემბერი |