გიორგი ჯიბლაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი ჯიბლაძე
დაბ. თარიღი 27 აპრილი (10 მაისი), 1913
დაბ. ადგილი ქუთაისი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 23 სექტემბერი, 1989(1989-09-23) (76 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა ფილოლოგი
ალმა-მატერი თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტი
ჯილდოები ლენინის ორდენი, ოქტომბრის რევოლუციის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, ლენინის ორდენი, მედალი „კავკასიის დაცვისათვის“ და მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გმირული შრომისათვის“

გიორგი ჯიბლაძე (დ. 27 აპრილი, 1913, ქუთაისი — გ. 23 სექტემბერი, 1989, თბილისი) — ქართველი ფილოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, ლიტერატურის კრიტიკოსი და ესთეტიკოსი. საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960), სსრ კავშირის პედაგოგიკურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოს-დამფუძნებელი, სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1913 წლის 27 აპრილს ქალაქ ქუთაისში. მამა — ნიკოლოზი იყო ქართული ავიაციის ერთ-ერთი ვეტერანი, დედა — ივლიტა კიკალეიშვილი, პროფესიით ექთანი 1919 წელს გარდაიცვალა.

1930 წელს დაამთავრა ქუთაისის პირველი ათწლედი. იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში. გამოქვეყნებული აქვს კრიტიკული ეტიუდების სერია. 1932 წლიდან მუშაობდა „ახალგაზრდა კომუნისტის” რედაქციაში, რომელსაც იმ პერიოდში კანდიდ ჩარკვიანი რედაქტორობდა.

საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1987). გარდაიცვალა 1989 წელს ქალაქ თბილისში.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ი. ბოცვაძე, ა. ჩხარტიშვილი, გიორგი ჯიბლაძე, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1973;
  • ტ. სარიშვილი, სახელგანთქმული მეცნიერი, დიდი მოღვაწე, ალაზნის განთიადი. - თელავი, 1973;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]