ვლადიმერ მენაბდე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მენაბდე.

ვლადიმერ მენაბდე (დ. 28 იანვარი, 1896, გონებისკარი, ოზურგეთის მაზრა — გ. 16 თებერვალი, 1981, თბილისი) — ქართველი გენეტიკოს-სელექციონერი, კულტურული ფლორის მკვლევარი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1946), პროფესორი (1950), საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1959).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1923 წლიდან მუშაობდა თბილისის ბოტანიკური ბაღის სელექციის განყოფილებაში; 1930 წლიდან საქართველოს ცენტრალურ სელექციის სადგურში. 1938-1960წწ. იყო ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, 1938 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის კულტურული ფლორის განყოფილების დამაარსებელი და უცვლელი ხელმძღვანელი. მან გამოავლინა მარცვლოვანი კულტურების უნიკალური ფორმები. მის მიერ გამოყვანილი ხორბლის 4 და ქერის 1 ჯიში დაინერგა წარმოებაში. დაადასტურა, რომ საქართველო ხორბლის კულტურის უძველესი კერაა; შეიმუშავა ხორლის გენეზისის სქემა, სადაც სრულად ასახა ქართული ხორბლის როლი და ადგილი ამ მცენარის გაკულტურების პროცესში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]