გიორგი ჩაგელიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გიორგი ჩაგელიშვილი
დაბ. თარიღი 3 დეკემბერი, 1952(1952-12-03) (71 წლის)
დაბ. ადგილი ქუთაისი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ფიზიკოსი
მუშაობის ადგილი აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია და მიხეილ ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები საქართველოს სახელმწიფო პრემია

გიორგი ჩაგელიშვილი (დ. 3 დეკემბერი, 1952, ქუთაისი) — ქართველი ფიზიკოსი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (2002).

1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1974–1977 წლებში იყო ფიზიკის ინსტიტუტის ასპირანტი; 1978–1986 წლებში აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1986–1991 წლებში ამავე ობსერვატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1997–2007 წლებში მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; 2007 წლიდან ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის მკვლევარი; 2008 წლიდან მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი.

1979 წლიდან არის ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი; 1979 წლიდან ფიზიკა–მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • New linear mechanisms of acoustic wave generation in smoth shear flows(Non modal study), in "Sound-flow interactions" : Lecture notes in physics, springer (ავტორი). - 2002. - 210p.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]