ვლადიმერ ჟღენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჟღენტი.
ვლადიმერ ჟღენტი
დაბ. თარიღი 20 ნოემბერი, 1891(1891-11-20)
დაბ. ადგილი მზიანი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 25 ივლისი, 1972(1972-07-25) (80 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა ექიმი
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ალმა-მატერი ოდესის უნივერსიტეტი
ჯილდოები ლენინის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი და საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ვლადიმერ ყაფლანის ძე ჟღენტი (დ. 20 ნოემბერი, 1891, ფიჩხისჯვარი, ოზურგეთის მაზრა — გ. 25 ივლისი, 1972, თბილისი) — ქართველი პათოლოგ-ანატომი, პათოლოგიური ანატომიის ფუძემდებელი საქართველოში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1925), საქართველოს სსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1941), საქართველოს სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1950).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1891 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ ფიჩხისჯვარში. დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1914 წელს.

1922–1972 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პათანატომიის კათედრის გამგე. დააარსა პათოლოგ-ანატომიის კათედრები ზოოვეტსა (1932–1946) და თბილისის ექიმთა დახელოვნების (1935–1947) ინსტიტუტებში, ასევე სასამართლო მედიცინის კათედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1925), რომელსაც თავადვე განაგებდა. 1932–1959 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, 1945 წლიდან – პრორექტორი.

ჟღენტი შეისწავლიდა ინფექციურ სნეულებებს, ონკოლოგიის, კარდიოანგიოპათოლოგიის, გერონტოლოგიის, ასევე საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და საქართველოს მედიცინის ისტორიის საკითხებს. მან ქართულ ენაზე შეადგინა პათოლოგიური ანატომიის პირველი სახელმძღვანელოები, მანვე დააარსა საქართველოს პათოლოგ ანატომთა სამეცნიერო საზოგადოება, რომელსაც ჟღენტის გარდაცვალების შემდეგ მისი სახელი მიენიჭა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მიოკარდის ინფარქტი : კლინიკა, პროფილაქტიკა, მკურნალობა. თერაპევტთა, კარდიოლოგთა და უფროსი კურსის სტუდენტებისათვის - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1965.
  • ინფექციურ სნეულებათა პათოლოგიური ანატომია : სახელმძღვ. სამედ. ინ-ტის სტუდენტთა და ექიმთათვის - თბილისი, ცოდნა, 1961.
  • პათოლოგანატომიური სექციის ტექნიკა - თბილისი, ცოდნა, 1959.
  • ზოგადი პათოლოგიური ანატომია - თბილისი, საქმედგამი, 1956.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტატიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 263.
  • ბაბუნაშვილი ზ., ნოზაძე თ., „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 309, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]