გიორგი ჯაფარიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გიორგი (გია) ჯაფარიძე (დ. 5 მაისი, 1945, თბილისი) — ქართველი მოქანდაკე, მხატვარი. თბილისის საპატიო მოქალაქე (2015)

1968 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების განყოფილება. 1972 წელს ასპირანტურა. 1990-1991 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პედაგოგი. 1970 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში: ქართული დაზგური ქანდაკება (თბილისი, 1991), გალერეა „45“ (ბაზელი, 1992), კრისტიან მერიანის ფონდი (ბაზელი, 1992), ემერიხი, ლევერ კუზენი (გერმანია, 1994), „საბერძნეთი თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში“ (თბილისი, 1998) და სხვა. მისი ნამუშევრები დაცულია გერმანიის, შვეიცარიის, აშშ-ის, საბერძნეთის კერძო კოლექციებში, საქართველოს ეროვნულ გალერეაში.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წლის საუკეთესო ნამუშევრის პრემია
  • საქართველოს კომკავშირის პრემია

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]