იური კაჭარავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იური კაჭარავა
დაბ. თარიღი 22 მარტი, 1913
დაბ. ადგილი ბანძა
გარდ. თარიღი 22 თებერვალი, 1994
მოქალაქეობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საქართველოს სსრ–ის დროშასაქართველოს სსრ
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო წოდება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1988)
ჯილდოები საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1965)

იური კაჭარავა (დ. 22 მარტი, 1913, ბანძა ― გ. 22 თებერვალი, 1994) ― ქართველი ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1965), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1988).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იური კაჭარავა 1913 წლის 22 მარტს სოფელ ბანძაში (დღევანდელი მარტვილის მუნიციპალიტეტი) დაიბადა. 1937 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი დაამთავრა.

1938 წლიდან სხვადასხვა სასწავლებელში ლექციებს კითხულობდა. 1946-1954 წლებში თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში მარქსიზმ-ლენინიზმის კათედრის გამგე იყო. 1958 წლიდან ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის საქართველოს ისტორიის განყოფილების ხელმძღვანელი იყო.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „საბჭოთა საქართველო სახალხო მეურნეობის აღდგენის პერიოდში: 1921-1925“. თბილისი: საბჭოთა საქართველო. 1958.
  • „ისტორიოგრაფიული ეტიუდები“. თბილისი: მეცნიერება. 1977.
  • „ქართული ისტორიოგრაფიის აქტუალური პრობლემები“. თბილისი: მეცნიერება. 1986.
  • „ისტორია და თანამედროვეობა“. თბილისი: მეცნიერება. 1986.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]