გიორგი გოგიჩაიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოგიჩაიშვილი.
გიორგი გოგიჩაიშვილი
დაბადების თარიღი 28 აპრილი, 1968
თბილისი, საქართველოს სსრ
გარდაცვალების თარიღი 4 ივლისი, 2019 (50 წლის)
სტამბოლი, თურქეთი
საქმიანობა ტელეწამყვანი, შოუმენი, მსახიობი
აქტიური 1992-2019
მეუღლე(ები) ნათია ბანძელაძე
შვილ(ებ)ი ნანუკა
ნინი
მშობლები მამა: იოსებ გოგიჩაიშვილი
დედა: ნანა დათუნაშვილი

გიორგი გოგიჩაიშვილი (დ. 28 აპრილი, 1968, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 4 ივლისი, 2019, სტამბოლი, თურქეთი) — ქართველი მსახიობი, შოუმენი და ტელეწამყვანი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გიორგი გოგიჩაიშვილი დაიბადა 1968 წლის 28 აპრილს თბილისში, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობის, იოსებ გოგიჩაიშვილის და რუსთაველის თეატრის მსახიობის ნანა დათუნაშვილის ოჯახში.[1] [2] საყოველთაო პოპულარობა მოიპოვა სატელევიზიო სივრცეში, უმეტესწილად შემეცნებით-გასართობ პროექტებში მოღვაწეობით. სხვადასხვა დროს იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის, ტელეკომპანია იმედის, რუსთავი 2-ის და სხვა ტელერადიოკომპანიების თანამშრომელი. სხვადასხვა შოუების პარალელურად რეგულარულად იყო ჩართული საბავშვო-საყმაწვილო სტუდია ბასტი-ბუბუს პროექტებში, როგორც სატელევიზიო სახე, ასევე როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი.

გიორგი დაქორწინებული იყო ჟურნალისტ ნათია ბანძელაძეზე, რომელსაც 2010-2012 წლებში პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. წყვილს ორი შვილი ნანუკა და ნინი ჰყავს, ორივე მათგანი მოდელია, ნანუკა ვიცე მის-საქართველო 2015-ის, ნინი კი მის-საქართველო 2018-ის ტიტულის მფლობელია.

გიორგი გოგიჩაიშვილი 2019 წლის 4 ივლისს გარდაიცვალა სიმსივნესთან რამდენიმეწლიანი ბრძოლის შემდეგ.[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]