ლევან ჯაფარიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჯაფარიძე.

ლევან ივანეს ძე ჯაფარიძე (დ. 13 აპრილი, 1905, თბილისი — გ. 20 მარტი, 1972, იქვე) — ქართველი ბოტანიკოსი, მცენარეთა ფიზიოლოგი და ანატომი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიული ფაკულტეტი. სტუდენტობიდანვე დაიწყო სამეცნიერო მოღვაწეობა. იგი 40 წელიწადზე მეტხანს იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის მცენარეთა ანატომიისა და ფიზიოლოგიის განყოფილების გამგე, ერთხანს დირექტორიც: ლ. ჯაფარიძის 100-მდე მეცნიერული გამოკლვლევა ეხება ისეთ აქტუალურ პრობლემებს, როგორიცაა მცენარეთა სქესი, მათი ვეგეტაციური გამრავლება, ვაზის ქლორიზი, კულტურულ მცენარეთა გამძლეობა და სხვა. მეცნიერების გამოჩენილი მოღვაწის რამდენიმე მონოგრაფია და სახელმძღვანელო ცნობილია საზღვარგარეთაც. 1931 წლიდან იყო მცენარეთა ანატომიის საერთაშორისო ასოციაციის წევრი, მცენარეთა ფიზიოლოგიისა და ანატომიის ფუძემდებელტაგანი საქართველოში, ბოტანიკუი საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი და ვიცე-პრეზიდენტი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 427, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]