ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია
| ინფორმაცია | |
|---|---|
| დამაარსებელი | |
| ავტოკეფალია |
919 |
| ადგილი დიფტიქში | |
| წინამძღვარი | |
| რეზიდენცია | |
| არეალი | |
| საეკლესიო ენა | |
| მრევლი |
~10,000,000 |
| ოფიციალური ვებ-გვერდი | |
| შენიშვნები | |
ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია (ბულგ. Българска православна църква) – ავტოკეფალური, მართლმადიდებლური, სამოციქულო ეკლესია, უკავია მე–9 ადგილი მართლმადიდებელი ეკლესიის დიფტიქში. დაარსებულია მოციქულის მიერ. ხელმძღვანელობს პატრიარქი და წმინდა სინოდი. პატრიარქის სრული სახელწოდებაა უწმინდესი პატრიარქი ბულგარეთისა და მიტროპოლიტი სოფიისა.
სექციების სია |
[რედაქტირება] ისტორია
ქრისტიანობამ თანამედროვე ბყულგარეთის ტერიტორიაზე გავრცელება ჯერ კიდევ I საუკუნეში დაიწყო. ბულგარეთის ეკლესიის თქმულების მიხედვით ეპისკოპოსის კათედრა მდებარეობდა ქალაქ ოდესში, სადაც ეპისკოპოსი იყო მოციქული ამპლი. ევსევი კესარიელის ცნობით II საუკუნეში ბულგარეთის მიწაზე იყო ორი საეპისკოპოსო კატედრა დებელტში და ანხიალში.
325 წელს ნიკეის კრებაში მონაწილეობდა სარდიკის ეპისკოპოსი პროტოგონი.
865 წელს წმინდა თავად ბორისის დროს ხდება ბულგარელების საყოველთაო ნათლობა.. ხოლო ოთხწლიანი უნიის შემდეგ რომის ეკლესიასტან 870 წელს, ბულგარეთის ეკლესია ხდება ავტონომიური კონსტანტინოპოლის პატრიარქატის იურისდიქციაში.
886წელს ბულგარულმა ეკლესიამ მიიღო წმინდა კირილე და მეთოდე, რომლებიც განდევნა გერმანულმა სამღვდელოებამ მორავიიდან.
მეფე სიმონ I-ის (893–927) დროს 919 წელს პრესლავის ტაძარში გამოაცხადეს ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია პატრიარქატის რანგში. ეკლესიის ავტოკეფალია მსოფლიო პატრიარქმა აღიარა მხოლოდ 927 წელს, სიმონ I-ს მემკვიდრის წმინდა მეფე პეტრე I-ის (927–969) დროს, რომელიც დაქორწინებული იყო ბიზანტიის პრინცესაზე.
ბიზანტიის მიერ აღმოსავლეთ ბულგარეთის ოკუპაციის დროს,ბულგარეთის საპატრიარქომ თავისი ცენტრი დრისტრში გადაიტანა, შემდეგ კი მაკედონიის სხვადასხვა ქალაქებში გადაჰქონდა.
1018 წელს ბულგარეთის სრული დამარცხების შემდეგ ბიზანტიის იმპერატორმა ბასილი II ბულგართმმუსვრელმა გააუქმა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია და გახადა საარქიეპისკოპოსო, ცენტრით მაკედონიის ქალაქ ოხრიდში. პირველი ოხრიდელი არქიეპისკოპოსი ბულგარელი იყო, ხოლო მომდევნო ეპისკოპოსები ბერძნები.
1085 წელს ძმების პეტრესა და ასენის აჯანყების შემდეგ ბულგარეთი განთავისუფლდა ბიზანტიელთა უღლისაგან და აღადგინა საეკლესიო დამოუკიდებლობაც. 1204 წელს მეფე კალოიანის დროს ხელი მოეწერა მეორე უნიას რომის კურიასთან, რომელიც გრძელდებოდა 1235 წლამდე.
XIV საუკუნეში ბულგარეთი გახდა ისიხაზმის ცენტრი, რომლის სათვეშიც იდგნენ წმინდა პატრიარქი თეოდოსი II, ექვთიმე ტირნოველი და მათი მოსწავლეები. ამავე საუკუნის ბოლოს ბულგარეთი დაიპყრო ოსმალეთის იმპერიამ და ეკლესია კვლავ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციის ქვეშ მოექცა.
1860 წლის 3 აპრილს წმინდა აღდგომის დღეს კონსტანტინოპოლში ეპისკოპოსმა ილარიონმა კონსტანტინოპოლის პატრიარქის ნაცვლად მოიხსენია ყველა მართლმადიდებელი საეპისკოპოსო, რაც საპატრიარქოს იურისდიქციიდან ბულგარეთის ეკლესიის ცალმხრივ გამოსვლას ნიშნავდა.
1870 წლის 28 თებერვალს გამოქვეყნდა სულთნის ფირმანი ბულგარეთის ავტონომიური საეგზარქოსოს დაარსების შესახებ. 1872 წლის თებერვალში არჩეულმა ეგზარქოსმა ანთიმ I–მა საპატრიარქოს აკრძალვის მიუხედავად 11 მაისს ბულგარეთის კონსტანტინოპოლის ტაძარში ჩაატარალიტურგია, რომლის დროსაც საზეიმოდ წაიკითხა აქტი ბულგარეთის ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადების შესახებ. საპასუხოდ საპატრიარქომ ეგზარქოსს ჩამოართვა უფლებები, ხოლო თანამზრახველები ეკლესიიდან განდევნეს.
1872 წლის სექტემბერში კონსტანტინოპოლში ბულგარელები დაადანაშაულეს "ფილეტიზმში" და დასაჯეს როგორც სქიზმატიკოსები. აღნიშნული სასჯელი მოეხსნათ 1945 წელს, ხოლო 1953 წლიდან ბულგარეთის ეკლესია საპატრიარქოა.
[რედაქტირება] განხეთქილება
1992 წელს პოლიტიკური ხელისუფლების მეშვეობით ბულგარეთის ეკლესიაში დაიწყო განხეთქილება. სამღდელოების ნაწილი გამოვიდა პატრიარქ მაქსიმეს წინააღმდეგ, რომელიც დაადანაშაულეს ყოფილ კომუნისტურ ხელისუფლებასთან კავშირში, მის ინტრონიზაციას კი თვლიდნენ არაკანონიკურად. განხეთქილების მონაწილეებმა შეადგინეს ალტერნატიული სინოდი. რელიგიურ მოღვაწეთა უმრავლეობა არ შეუერთდა განხეთქილებას,მაგრამ სახელმწიფოს მხარდაჭერით განხეთქილების ორგანიზატორებმა 1996 წელს ყოფილი ნევროკოპსკის მიტროპოლიტი პიმენი გამოაცხადეს ალტერნატიულ პატრიარქად.
შექმნილი კრიზისის გადასაწყვეტად 1998 წელს სოფიაში შედგასაყოველთაოდ ცნობილი კრება 13 ავტოკეფალური ეკლესიისა, რომელთა შორის 7 პატრიარქი იყო. შეკრების დროს "ალტერნატიული ბულგარული საპატრიარქოს" წარმომადგენლებმა განაცხადეს თავის სინანულზე და გამოხატეს სურვილი ერთიან მართლმადიდებელ ეკლესიაში დაბრუნებაზე. შეკრებამ დაადგინა რომ ყოველი განხეთქილება ეკლესიაში წარმოადგენს ცოდვას და მასში მყოფნი კარგავენ წმინდა სულის კეთილმოსურნეობას და თესავენ მორწმუნეთა შორის ცდუნებებს. ამიტომ უნდა აღმოიფხვრას განხეთქილებები და აღადგინონ ერთიანობა. კრებამ მიიღო განხეთქილების მესვეურთა მონანიება, ხოლო ბულგარეთის ეკლესიის ანათემა მოეხსნა ყოფილ მიტროპოლიტ პიმენს და აღადგინეს მისი საეპისკოპოსო წოდება. ბულგარეთის ეკლესიამ მიიღო და აღიარა არაკანონიკურად ხელდასხმული ეპისკოპოსები. თუმცა ალტერნატიული ეკლესიის ზოგიერთმა წარმომადგენელმა არ მოინანია,მაგრამ აღნიშნული კრების შემდეგ მათი რაოდენობა და გავლენა მნიშვნელოვნად შემცირდა.
2003 წელს ბულგარეთის ეკლესიამ მიიღო ოფიციალური რეგისტრაცია და აღიარებულ იქნა სახელმწიფოს მიერ. 2004 წელს ალტერნატიული ეკლესიის ტაძრები გადაეცა ბულგარეთის ეკლესიას, რაც შეიძლება ჩაითვალოს განხეთქილების დასასრულად.
[რედაქტირება] თანამედროვე მდგომარეობა
კანონიკური ტერიტორია – ბულგარეთი; ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქცია ვრცელდება მთელ რიგ ეპარქიებზე ევროპაში, ამერიკაში და ავსტრალიაში.
ბულგარეთის ეკლესიის ეპისკოპატი მოითვლის 22 ეპისკოპოსს.
ბულგარეთის საპატრიარქოს რეზიდენცია – წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის კათედრალური ტაძარი სოფიაში.
ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესია ითვლის 15 ეპარქია, რომელტაგან 13 ბულგარეთში მდებარეობს, ხოლო 2 საზღვარგარეთ (ნიუ–იორკი, ბერლინი).
ბულგარეთის ეკლესიას ემსახურება 1500 მღვდელი. გარდა ამისა ეკლესიას აქვს 120 მოქმედი მონასტერი,სადაც ცხოვრობს 400 ბერი და მონაზონი.
ათონის მთაზე მდებარეობს ბულგარული ზოგრაფის მონასტერი.
ბულგარეთში მოქმედებს 2 სემინარია (პლოვდივი და სოფია) და ღვთისმეტყვეკლების ფაკულტეტები სოფიისა და და წმინდა კირილესა და მეთოდეს უნივერსიტეტებში.
მორწმუნეთა რიცხვი – დაახლ. 10 მლნ. (უმრავლესობა ბულგარელებია) .
1971 წლის 4 ივლისიდან ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქია მაქსიმე.
2009 წლის 19 ივნისიდან მოქმედებს ეკლესიის ოფიციალური საიტი – http://www.bg-patriarshia.bg
[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში
- The official website of the Bulgarian Patriarchate
- The official website of the Bulgarian Orthodox Church
- Unofficial web portal of Bulgarian Orthodox Christianity: in Bulgarian language
- A short history of the Bulgarian Orthodox Church by CNEWA, the papal agency for humanitarian and pastoral support
- The Bulgarian Orthodox Church according to Overview of World Religions
- Article about the Bulgarian Orthodox Church and Religion in Bulgaria
- Orthodox Life Info Portal: a Bulgarian Orthodox site (in English)
- Article on the medieval history of the Bulgarian Orthodox Church in the repository of the Institute for Byzantine Studies of the Austrian Academy of Sciences (in German)
|
|||||||||||||

