კასტინი (ბიზანტიის ეპისკოპოსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კასტინი (ბერძ. Καστῖνος) – წმინდანი, ბიზანტიის ეპისკოპოსი მესამე საუკუნის 30-იან წლებში. იგი ეპისკოპოსი იყო 7 წლის მანძილზე 230-237 წწ. კასტინი წარმოშობით რომიდან იყო, ეკავა სენატორის თანამდებობა და არ ყოფილა ქრისტიანი. მომავალი არქიეპისკოპოსი ქრისტიანობაზე მოაქცია არგიროპოლის ეპისკოპოსმა კირილემ, რის შემდეგაც მან თავისი ცხოვრება მთლიანად ეკლესიას მიუძღვნა. შეასრულა რა წმინდა ეფემიას სურვილი, ბიზანტიუმში ააგო პირველი ეკლესია. ბერძენი ეკლესიის ისტორიკოსი ნიკიფორე კალისტოსი მას კონსტანტინს უწოდებს.

მისი მემკვიდრე გახდა ევგენი I. მოხსენიების დღეა ახალი სტილით 7 თებერვალი.


წინამორბედი:
კირიაკუს I
ბიზანტიის ეპისკოპოსი

230237
შემდეგი:
ევგენი I