დავით ლორთქიფანიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „დავით ლორთქიფანიძე“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დავით ლორთქიფანიძე (მრავალმნიშვნელოვანი).
დავით ლორთქიფანიძე
დაბ. თარიღი 5 აგვისტო, 1963(1963-08-05) (60 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ანთროპოლოგი, არქეოლოგი, prehistorian და paleoanthropologist
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი და ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი
მამა ოთარ ლორთქიფანიძე
ჯილდოები ღირსების ორდენი, Knight of the French Order of Academic Palms, ღირსების ორდენის კავალერი, გოეთეს მედალი[1] , Rolex Awards for Enterprise და გივი მარგველაშვილის პრემია

დავით ოთარის ძე ლორთქიფანიძე (დ. 5 აგვისტო, 1963, თბილისი) — ქართველი ანთროპოლოგი და არქეოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი (2001), საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი (2004-დან), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ–კორესპონდენტი (2009), აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი (2007), ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის (WAAS, აშშ) ნამდვილი წევრი (2007). ცნობილი არქეოლოგის ოთარ ლორთქიფანიძის ვაჟი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1985 წელს დაამთვარა თსუ-ს გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 1992 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. 1999-2000 წლებში პარიზის ნაციონალური ისტორიული მუზეუმის მიწვეული პროფესორი იყო. გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნიერო ნაშრომი (მათ შორის რამდენიმე მონოგრაფია) ანთროპოლოგიის, პალეოეკოლოგიის, ჰომინიდების ევოლუციისა და არქეოლოგიის დარგში. ორგანიზებული აქვს მრავალი მნიშვნელოვანი სამეცნიერო და კულტურული ღონისძიება. 2002 წლიდან ევროპის კულტურის პარლამენტის წევრია. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო: საქართველოს ღირსების ორდენი (2000), მონაკოს პრინცის ორდენი (2001), ფრანგული ორდენი "Palmes Academiques" (2002), საფრანგეთის ღირსების ორდენი (2006), გივი მარგველაშვილის პრემია (2015).[2]

დმანისის არქეოლოგიურ გათხრებზე მუშაობისას ჯგუფმა მისი ხელმძღვანელობით აღმოაჩინა უძველესი ადამიანისმაგვარი არსების თავის ქალა, რომელსაც homo erectus-ის წინაპრად მიიჩნევენ, დროებითი სახელით Homo georgicus.

რესურსები ინტერნეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]